Tag Archives: ჰიპეროსტოზი

კამურატი – ენგელმანის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კამურატი – ენგელმანის დაავადება – (M. Camurati იტალიელი ექიმი; G. Engelmann ავსტრ. ქირურგი და ორთოპედი) მემკვიდრეობითი სისტემური დიაფიზური ჰიპეროსტოზი ინვოლუციური მიოპათიით დაავადებულ ბავშვებში; მიეკუთვნება გენერალიზებული ოსტეოსკლეროზის სინდრომებს. ხშირად ზიანდება ბარძაყის, მხრისა და წვივის ძვლები, დანარჩენ ძვლებში აღინიშნება ზომიერი ცვლილებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს

Read More

იულინგერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იულინგერის სინდრომი – ჰიპერტროფიული ოსტეოდერმოპათია, გენერალიზებული ჰიპეროსტოზი პაქიდერმიით. ნიშნები: კიდურთა დაგრძელება, ლულისებრი ძვლებისა და მენჯის ძვლების ჰიპეროსტოზი, პაქიდემია განსაკუთრებით წინამხარისა და კოჭის მიდამოში, თავის ქალასა და შუბლზე, თითები დოლის ჩხირისებრი, ყურის ნიჟარები გასქელებული, ფრჩხილები – საათის მინისებური. დაავადება იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უფრო ხშირად მამაკაცებში. პროგრესირება ნელია

Read More

ვან – ბიუჰემის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ვან – ბიუჰემის სინდრომი – (F. S. Van Buchem, ჰოლ. ექიმი) მემკვიდრეობითი გენერალიზებული ჰიპეროსტოზი, რომელიც მიმდინარეობს აკრომეგალიის მსგავსი გარეგნული ცვლილებებით, რაც დროთა განმავლობაში იწვევს სმენის დაქვეითებას, სახის ნერვის პერიფერიულ დამბლას, ეგზოფთალმს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

linea fusca

linea fusca – (ლათ. Linea ხაზი; fuscus მუქი) დისქრომიის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება შუბლის კანის რკალისებრი ჰიპერპიგმენტაციით. ივარაუდება მისი გენეტიკური კავშირი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებთან, ასევე ენდოკრინოპათოლოგიებთან. პათოჰისტოლოგიურად აღინიშნება მელანინის რაოდენობის გაზრდა ეპიდერმისის ბაზალურ შრეში. დაავადება ხშირია ქალებში და ხასიათდება შუბლზე რკალისებრი მოყავისფერო ზოლის არსებობით, ან ცალკეული ჰიპერპიგმენტური ლაქების არსებობით, რომლებიც უერთდებიან ერთმანეთს. იშვიათ შემთხვევებში პროცესი

Read More