შულცის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შულცის დაავადება – სინდრომი, ანუ მონაცრისფრო ანგინა  –  ინფექციური მონონუკლეოზი, აღინიშნება ანგინა, ფებრილიტეტი, ლიმფური კვანძების სისტემური გადიდება, ელენთის გადიდება, ლეიკოციტოზი ლიმფოციტოზით, პლაზმოციტური უჯრედებით. დადებითია პაულ – ბრუნელის რეაქცია (იხ.), ეტიოლოგიას უკავშირებენ ვირუსს. Read More …

დიფერენციული ცენტრიფუგირება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიფერენციული ცენტრიფუგირება – ნარევის (ან ქსოვილიანი ჰომოგენატის) გაყოფა შემადგენელ ნაწილებად (ფრაქციებად) სპეციალური აპარატების – ზესიჩქარის ცენტრიფუგების მეშვეობით. ციტოლოგიაში ამ მეთოდს იყენებენ იზოლირებული უჯრედული სტრუქტურული კომპონენტების: ბირთვების, ბირთვაკების, მიტოქონდრიების, ქრომოსომებისა და სხვ. მისაღებად. Read More …