გლობინი

განმარტებითი ლექსიკონი გლობინი – ორგანიზმში არსებული ცილა, რომელიც უკავშირდება რკინის შემცველ ჯგუფებს,რის შედეგად  წარმოიქმნება ჰემოგლობინი (აღინიშნება სისხლის წითელ უჯრედებში) და  მიოგლობინი  (აღინიშნება კუნთებში).

ალოიზოლეიცინი

განმარტებითი ლექსიკონი ალოიზოლეიცინი – იზოლეიცინის (ამინომჟავა,რომელიც არსებობს ცილების უმეტეს ნაწილში) ერთ-ერთი იზომერი.  

პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი

განმარტებითი ლექსიკონი პლაზმინოგენის ქსოვილოვანი აქტივატორი – ორგანიზმში არსებული ცილა,რომელსაც ძალუძს წარმოქმნილი თრომბების დაშლა.დღესდღებით  მას ღებულობენ გენური ინჟინერიის მეთოდებით.ეს ცილა მოითხოვს ორგანიზმში ფიბრინის (მისი კოფაქტორის) აუცილებელ არსებობას.მას გააჩნია ფიბრინის ზედაპირზე პლაზმინოგენის აქტივაციის უნარი,რაც განასხვავებს მას პლაზმინოგენის სხვა აქტივატორებისგან (სტრეპტოკინაზა და უროკინაზა).

სიმსივნური ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი სიმსივნური ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ავთვისებიანი უჯრედების მიერ.სისხლში მისი შემცვლელობა შეიძლება იყოს დადგენილი სისხლის ანალიზით.ეს ანალიზი გამოიყენება ავთვისებიანი მელანომის და  სიმსივნეების სხვა ზოგიერთი სახეობის დიაგნოსტიკისთვის მათი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიაზე,როდესაც ისინი კარგად ემორჩილებიან მკურნალობას.

კარცინომოემბრიონული ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი კარცინომოემბრიონული ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ნაყოფის ორგანიზმში და ჯანმრთელ მოზდრილ ადამიანში არ ხვდება.შეიძლება გამომუშავდეს კარცინომის დროს (განსაკუთრებით მსხვილი ნაწლავის კარცინომის დროს),მაგრამ ეს არის ავთვისებიანი სიმსივნის მცირედ მგრძნობიარე მარკერი.კარცინომოემბრიონული ანტიგენი ონკოფეტალური ანტიგენის მაგალითია,რომელიც გამოიყენება როგორც სხვადასხვა სიმსივნეების ინდიკატორი.