ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება Read More …

სპოროტრიქოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპოროტრიქოზი – (sporotrichosis; სინ.: ბერმან – გუჟეროს დაავადება, სპოროტრიქოზული ლიქენი) ქრონიკული ღრმა მიკოზი, რომელიც აზიანებს კანს, კანქვეშა უჯრედისს, ლორწოვან გარსებს, ლიმფურ კვანძებს, იშვიათად შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. ინფექციის წყაროა ნიადაგი, ზოგიერთი მცენარე. Read More …

სპლენექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპლენექტომია – (ბერძ. splen – ელენთა) ელენთის ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია მისი გახეთქვისა და ჭრილობისას, აგრეთვე  სისხლის ზოგიერთი დაავადების და ჰიპერსპლენიზმის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპლენალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპლენალგია – (ბერძ. splen – ელენთა) ტკივილი ელენთის არეში მისი სწრაფი გაზრდის გამო; განპირობებულია  კაფსულის გაჭიმვით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა