პოლისაქარიდები – ნახშირწყლების კლასის მაღალმოლეკულური ნაერთები, პოლისაქარიდები შედგება ერთმანეთთან გლიკოზიდური ბმით დაკავშირებული მონოსაქარიდებისაგან (გლუკოზა, გალაქტოზა, მანოზა, არაბინოზა, ქსილოზა, გლუკოზამინი, გალაქტოზამინი, რამნოზა, ფუკოზა), ურონის მჟავებისაგან და ა. შ. მათი მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან მილიონამდე მერყეობს. პოლისაქარიდები მდგრადია ტუტეების მიმართ; მჟავების მოქმედებით განიცდიან ჰიდროლიზს. ცოცხალ ორგანიზმებში გლიკოგენი და სახამებელი ენერგიის ძირითადი წყაროებია, სტრუქტურული პოლისაქარიდები – ცელულოზა და
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გოლჯიოსომები – – გოლჯის კომპლექსის ფრაგმენტები, რომლებიც ორმაგი მემბრანების პაკეტებთან შეერთებული ბუშტუკისებრი ვაკუოლებია – (ე.წ.ორთოვეზიკულები მემბრანები). სინათლის მიკროსკოპში გოლჯიოსომებს ოსმიოფილური გრანულების სახე აქვს. მცენარეულ უჯრედებში ისინი შეიძლება იყოს ცალკეული დამოუკიდებელი წარმონაქმნები, რომლებიც ფუნქციით გოლჯის უჯრედშიდა ბადისებრი აპარატის ანალოგიურია. ტერმინ „გოლჯიოსომას“ ამ შემთხვევაში ხშირად ხმარობენ „დიქტიოსომის“ სინონიმად. (ც.