Tag Archives: ganapirobeben

ქსელის საოპერციო სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსელის საოპერციო სისტემა – (ინტ.) network operating system  პროგრამათა კომპლექსი, რომელიც ქსელში მონაცემთა შენახვას, დამუშავებასა და გადაცემას უზრუნველყოფს. განსაზღვრავს მაღალი დონეების პროტოკოლების ურთიერთდაკავშირებულ ჯგუფს, რომლებიც ქსელის ძირითად ფუნქციების შესრულებას განაპირობებენ, როგორიცაა: ობიექტთა ადრესაცია, სამსახურთა მუშაობა, მონაცემთა დაცულობის უზრუნველყოფა,ქსელის მართვა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ქრომატოფორები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატოფორები – (chromatophori ბერძნ.chroma  –  ფერი და phoros  –  მტარებელი)  უჯრედები, რომლებიც განაპირობებენ კანის საფარის ფერს მათში პიგმენტ – მელანინის შემცველობის გამო. იხ.მელანოციტები, მელანოფორები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლისაქარიდები

პოლისაქარიდები – ნახშირწყლების კლასის მაღალმოლეკულური ნაერთები, პოლისაქარიდები შედგება ერთმანეთთან გლიკოზიდური ბმით დაკავშირებული მონოსაქარიდებისაგან (გლუკოზა, გალაქტოზა, მანოზა, არაბინოზა, ქსილოზა, გლუკოზამინი, გალაქტოზამინი, რამნოზა, ფუკოზა), ურონის მჟავებისაგან და ა. შ. მათი მოლეკულური მასა რამდენიმე ათასიდან მილიონამდე მერყეობს. პოლისაქარიდები მდგრადია ტუტეების მიმართ; მჟავების მოქმედებით განიცდიან ჰიდროლიზს. ცოცხალ ორგანიზმებში გლიკოგენი და სახამებელი ენერგიის ძირითადი წყაროებია, სტრუქტურული პოლისაქარიდები – ცელულოზა და

Read More

პლანცენტარული ბარიერი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პლანცენტარული ბარიერი – პლანცენტის ანატომიურ – ფუნქციური და იმუნოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომლებიც განაპირობებენ მის უნარს არჩევითად გაატაროს ნივთიერებები დედის სისხლიდან ნაყოფისაკენ და უკუმიმართულებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ნიჭიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიჭიერება – (ფსიქოლოგია) 1. ნიჭის, უნართა თვისებრივად თავისებური შეხამება, რომელიც უზრუნველყოფს მოქმედების შესრულების წარმატებას. ერთობლივი მოქმედება ნიჭიერებისა, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ სტრუქტურას, ახდენს ცალკეული უნარის უკმარისობის კომპენსაციას, უფრო მეტად განვითარებულების ხარჯზე; 2. ზოგადი ნიჭი ან ნიჭის ზოგადი მომენტები, რომლებიც განაპირობებენ პიროვნების შესაძლებლობების საზღვრებს, მისი მოქმედების დონესა და თავისებურებას;

Read More