Tag Archives: ganviTard

ცხიმოვანი ემბოლია ტრავმული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი ემბოლია ტრავმული – სისხლძარღვების დაცობა ცხიმის წვეთებით, რომელიც ვითარდება ყველაზე უფრო ხშირად ლულოვანი ძვლების მრავლობითი მოტეხილობების დროს, რასაც თან ახლავს ძვლოვანი რბილი ქსოვილების ელემენტების გაჭყლეტა, პარენქიმული ორგანოების მნიშვნელოვანი დაზიანებები, ასევე თერმული დამწვრობების დროს. ემბოლია შესაძლოა განვითარდეს ოპერაციული ჩარევების დროს ლულოვან ძვლებზე; ხშირად მიზეზი ხდება სიკვდილისა. განასხვავებენ

Read More

ცრუ ორსულობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცრუ ორსულობა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც შესაძლოა განვითარდეს ქალის თვითშთაგონების შედეგად, რომელსაც სურს დაორსულება, ან პირიქით, აქვს შესაძლო დაორსულების შიში; ხასიათდება იმ სიმპტომების გაჩენით, რომელიც მოგვაგონებს ორსულობის ზოგიერთ ნიშნებს. შესაძლოა აღინიშნებოდეს გულისრევა, ღებინება, მუცლის გადიდება, სწორი ნაწლავის ატონია და მეტეორიზმი, წარმოიქმნება ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება, წყდება მენსტრუაცია, მკვრივდება

Read More

ცილინდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრომა – (cyindroma; ცილინდრი + – oma სიმსივნე; სინ.: ადენოცისტური კიბო) ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ცილინდრული სტრუქტურების წარმოქმნითა და სტრომის ჰიალინოზით. ცილინდრომა ვითარდება სანერწყვე ჯირკვლებში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს საცრემლე ჯირკვლებშიც, ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების, საყლაპავის, საშვილოსნოს ყელის ლორწოვან ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია

ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია – ზედმეტი რაოდენობის ცხიმის დაგროვება ღვიძლის პარენქიმის უჯრედებში, რომელიც დაკავშირებულია ზოგიერთ ინტოქსიკაციასთან (ქრონიკული ალკოჰოლიზმი), მეტაბოლურ დარღვევებთან შაქრიანი დიაბეტის დროს, არარაციონალურ კვებასთან ცილების და ლიპოტროპული უკმარისობის ფონზე, ქრონიკულ ინფექციებთან (ტუბერკულოზი), აგრეთვე ზოგიერთი მედიკამენტის მიღებასთან (მაგალითად კორტიკოსტეროიდები).  სიმპტომები. კლინიკურ მიმდინარეობაში, როგორც წესი, წამყვანია ღვიძლგარეთა დაზიანების სიმპტომები. თუმცა შემდგომში აღინიშნება ღვიძლის ზომების უმნიშვნელო მატება და

Read More