Tag Archives: gardaiqmnebian

ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი)   მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2  –  დან 7 დღემდე, ხშირად 3  –  6 დღეს. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა, გაურკვეველი

Read More

შტეინ – ლევენტალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინ – ლევენტალის სინდრომი – ორივე საკვერცხის გადიდება მათი კაფსულის გასქელებითა და ფოლიკულის ცისტოზური ატრეზიით. ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰირსუტიზმით, სიმსუქნით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით. სინდრომს საფუძვლად უდევს  თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების ჭარბი პროდუქცია, რომლებიც გარდაიქმნებიან ესტროგენებად. ესტროგენების ჭარბი რაოდენობა ცვლილებას ახდენს  ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციურ მდგომარეობაზე,

Read More

ტოქსოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსოპლაზმა – (Toxoplasma), პარაზიტული უმარტივესების გვარი კოქციდიების რიგისა. შეიცავს ერთ სახეობას T. gondii. ტოქსოპლაზმა სასიცოცხლო ციკლს გადის კატისნაირთა ნაწლავებში, სადაც ცისტოზოიდიდან წარმოიქმნება კვერცხისებრი ფორმის ოოციტა, რომელიც შეიცავს 2 სპორას, თითოეული კი 4 სპოროზოიტს. კატასნაირთა დაავადებას იწვევს სპორულირებული ოოცისტა. სხვა ძუძუმწოვრებში, აგრეთვე ადამიანსა და ფრინველებში მოხვედრილი ოოცისტა მრავალჯერად

Read More

სინოვიური ქონდრომატოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინოვიური ქონდრომატოზი – სახსრების, სახსრებახლო აბგებისა და მყესების ბუდეების კეთილთვისებიანი პროლიფერაციული დაავადება. ხასიათდება სინოვიური გარსის ხრტილოვანი მეტაპლაზიით ხრტილოვანი კვანძების წარმოქმნით, რომლებიც განიცდიან ჩაკირვას და გარდაიქმნებიან თავისუფალ სახსარშიგა სხეულად, ხოლო დიდი ზომების არსებობისას ჭიმავენ სასახსრე აბგას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით, ტკაცუნით სიარულისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვით, ლოკალური შეშუპებით. დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად.

Read More

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი

Read More