გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). Read More …

ქრომოსომის ლოკუსები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოსომის ლოკუსები – (loci chromosomatis ლათ.locus  –  ადგილი)   ქრომოსომების უბნები, რომლებშიც ლოკალიზებულია განსაზღვრული მემკვიდრეობითი ფაქტორები  –  გენები . მორგანის მიხედვით, ქრომოსომებს აქვს მათში ლოკუსების განლაგების ინდივი­დუა­ლური ნახატი (რუქა). ტერმინი ეკუთვნის მორგანს (1915). Read More …

სუპერგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუპერგენები – (supergena ლათ.super  –  ზედ, ზე და იხ.გენები)  –  გენების კომპლექსი, რომელიც ფუნქციონირებს და მემკვიდრეობით გადაეცემა როგორც მთლიანი ერთეული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) Read More …

ოლიგოგენები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოლიგოგენები – (oligogena ბერძნ.oligos – მცირე და იხ.გენები) გენები გამოხატული ფენოტიპური გამოვლინებებით. მათ უწოდებენ აგრეთვე გადამრთველ გენებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …

მემკვიდრულობის ქრომოსომული თეორია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მემკვიდრულობის ქრომოსომული თეორია – ამტკიცებს, რომ ორგანიზმის ნიშან – თვისებების თაობიდან თაობაში გადაცემა ხორციელდება ძირითადად ქრომოსომებით, რომლებშიც მოთავსებულია გენები. თეორიის საფუძვლები ფორმულირებულია და ექსპერიმენტალურად დასაბუთებულია მორგანის მიერ მე – 20 საუკუნის დასაწყისში. Read More …