გლიკოგენი

განმარტებითი ლექსიკონი გლიკოგენი – რთული ნახშირწყალი, რომლის შემადგელობაში შედის გლუკოზური ერთეულების განტოტებული ჯაჭვები. გლიკოგენი ორგანიზმში ნაწშირწყლების შენახვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი მცენარეებში არსებული სახამებლის ზუსტი ასლია. გლიკოგენი გროვდება ღვიძლში და კუნთებში, ადვილად შეუძლია დაიშალოს და წარმოქმნას გლუკოზა.

ჰექსოკინაზა

განმარტებითი ლექსიკონი ჰექსოკინაზა – ფერმენტი,რომელიც წარმოადგენს კატალიზატორს გლუკოზის გლუკოზო-6-ფოსფატად გარდაქმნის პროცესში.ეს რეაქცია გლიკოლიზის პირველი სტადიაა.

ჰექსოზა

განმარტებითი ლექსიკონი ჰექსოზა – მარტივი შაქარი;მის შემადგენლობაში შედის ნახშირბადის 6 ატომი.ჰექსოზების წარმომადგენლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გლუკოზა.

ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი Read More …

რეაბსორბცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეაბსორბცია – 1. (რე… და აბსორბცია) (ფიზიოლ.), პირველადი შარდიდან წყლისა და მასში გახსნილი ნივთიერებების უკუშეწოვა თირკმლის მილაკებში მისი გავლისას, რაც განაპირობებს საბოლოო , ორგანიზმიდან გამოსაყოფი შარდის წარმოქმნას . 150 – 180 ლ Read More …