Tag Archives: granulocitebis

შტეინბრინსკის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინბრინსკის სინდრომი – ნივთიერებათა ცვლის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება. ახასიათებს პიოგენურ – ინფექციური პროცესების მორეციდივე მიმდინარეობა, ზოგადი ჰიპოპიგმენტაცია, ალბინიზმი, ოფლიანობა, ჰეპატოსპლენომეგალია, ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, გენერალიზებული ლიმფადენოპათია, რაც დაკავშირებულია გრანულოციტების ფუნქციის დარღვევასთან. ნეიტროფილებში არის გიგანტური სხივგადამტეხი გრანულომები. პროგნოზი მძიმეა. ავადმყოფი იშვიათად აღწევს ოცი წლის ასაკს. სინონიმები: შტეინბრინკ – ბეგუეზ

Read More

სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილური გრანულოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეგმენტბირთვიანი ნეიტროფილური გრანულოციტი – (granulocytus neutrophilus segmentonuclearis)  ნეიტროფილური გრანულოციტების უმეტესი ნაწილი (60 – 65%) მწიფე უჯრედია. ბირთვი შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული 2 – 3 ან მეტი წილაკისაგან. ციტოპლაზმაში მოვარდისფრო – იისფერი წვრილი ჰეტეროგენული მარ­ც­ვლოვანებაა. აქვს აქტიური ფაგოციტოზის უნარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი

Read More

ნეიტროპენია მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიტროპენია მემკვიდრეობითი კეთილთვისებიანი – (neutropenia  benigna hereditaria) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება ნეიტროფილური გრანულოციტების შემცველობის შემცირებით 35 – 30% – მდე, ლეიკოციტების საერთო რაოდენობის ერთდროული დაქვეითებით 3000 – 2000 მკმ – მდე სისხლში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მიელოლეიკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელოლეიკოზი – ლეიკოზი, რომელის დროსაც სიმსივნური პროცესის წყაროს წარმოადგენს მიელოციტების წინამორბედი უჯრედი. ვითარდება ნებისმიერ ასაკში. მწვავე მიელოლეიკოზი (მიელობლასტური ლეიკოზი) ხასიათდება ძვლის ტვინში და სისხლში ახალგაზრდა, არადიფერენცირებული (ბლასტური) უჯრედების დაგროვებით. ვლინდება სისხლდენით, სიფერმკრთალით, ცხელებით, ტკივილით ძვლებში, შემთხვევათა ნახევარში ელენთის გადიდებით. პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა შესაძლოა იყოს მომატებული, ნორმალური

Read More

გრანულოციტოპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გრანულოციტოპენია – პერიფერიულ სისხლში გრანულოციტების რაოდენობის შემცირება გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა