Tag Archives: jirkvlis

წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრალური რეზექცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინამდებარე ჯირკვლის ტრანსურეთრალური რეზექცია – წინამდებარე ჯირკვლის ადენომის რეზექცია ენდოსკოპის მეშვეობით. სპეციალური ენდოსკოპიური ინსტრუმენტი – რეზექტოსკოპი შეჰყავთ შარდსადენში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

წინამდებარე ჯირკვლის ადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინამდებარე ჯირკვლის ადენომა – წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნური ზრდა. გვხდება 50 წელს გადაცილებული ასაკის მამაკაცებში. ადენომა ვითარდება ნელა; თანდათანობით აწვება შარდსადენს, აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას. პირველი დამახასიათებელი ნიშანია შარდვის გახშირება, განსაკუთრებით ღამით: შარდის ნაკადი წვრილდება, ეწვეთება ქვევით (ავადმყოფი იშარდავს ფეხებზე), იშხეფება; თანდათანობით ეს მოვლენები ძლიერდება: შარდი გამოიყოფა

Read More

წინამდებარე ჯირკვალი

წინამდებარე ჯირკვალი – 1. (prostata ბერძნ.prostates – ხელმძღვანელი, წარმდგენი) მამაკაცის სასქესო სისტემის დამატებითი ჯირკვალი, რომლის ტერმინალური ალვეოლურ – მილაკოვანი ნაწილები გამოყოფილია ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ჩანაფენებითა და გლუვი კუნთოვანი ქსოვილის ძლიერი კონებით. ჯირკვლის სეკრეტი ათხიერებს სპერმას, შეიცავს ჰორმონის მსგავს პროდუქტებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  პროსტატა; მამაკაცის კენტი

Read More

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More

ცენტროაცინური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროაცინური უჯრედები – (cellulae centroacinosae ლათ.centrum – ცენტრი და acinus – უჯრედი, კენკრა) – პანკრეასის – კუჭუკანა ჯირკვლის ბოლო – ტერმინალური სეკრეციული ნაწილის (აცინუსის) ცენტრში მდებარე ჩასართავი ნაწილის უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More