Tag Archives: kan

ჭიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჭიები – (Vermes)  უხერხემლო ცხოველების ჯგუფი, რომელიც შეიცავს 46 ათ – მდე სახეობას აქვთ მოგრძო სხეული, რომლის კედლები შედგება კანის საფარვლისა და კუნთებისაგან (კან – კუნთოვანი პარკი). მოძრაობენ უმთავრესად სხეულის პერისტალტიკური შეკუმშვის  მეშვეობით. ეკუთვნიან პირველადპირიან ცხოველებს. XIX ს – ში ჭიებს ცალკე ტიპად მიიჩნევდნენ. ამჟამად მასში გაერთიანებულია

Read More

წვივის ვარიკოზული წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვივის ვარიკოზული წყლული – ვითარდება წვივისა და ბარძაყის ვარიკოზულად გაგანიერებულ ვენებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შედეგად. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად ხდება წვივის ქვედა მესამედის წინა შიგნითა ზედაპირის კანის განლევა, ეს უკანასკნელი მშრალია, დაჭიმული და მბზინვარე. მასზე ჩნდება დამახასიათებელი პიგმენტური ლაქები, შემდგომ ვითარდება მცირე ზომის წყლული, რომელიც თანდათანობით იზრდება. ხდება

Read More

ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების ტრავმები – გვხვდება ღია და დახურული ტრავმები. დაზიანების ხასიათი დამოკიდებულია დარტყმის ძალასა და მიმართულებაზე. ბლაგვი ტრავმები მიმდინარეობენ ცხვირის ძვლების, ზოგჯერ კი დანამატი წიაღების კედლების დახურული მოტეხილობით. ლორწოვანი გარსის გასკდომისას მოხოცვის შემდეგ ვლინდება სახის კანქვეშა ემფიზემა. ცხვირის მძიმე ტრავმები არაიშვიათად მიმდინარეობს გონების დაკარგვითა

Read More

ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად

Read More

ფსევდოჰიპოპარათირეოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოჰიპოპარათირეოზი – 1. (ბერძ. Pseudes ცრუ + hypo –  +ლათ. [glandula] parathyroidea ფარისებრახლო ჯირკვალი +  – osis; სინ.: ოლბრაიტის მემკვიდრეობითი ოსტეოდისტოროფია) ძვლოვანი სისტემის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ახდენს ჰიპოპარათირეოზის იმიტაციას და მიმდინარეობს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლით; ხასიათდება ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებით. დაავადების დროს აღინიშნება ტონური

Read More