განმარტებითი ლექსიკონი ვაზოვეზიკულიტი – სათესლე ბუშტუკების და თესლგამომტანი სადინრის ანთება.ჩვეულებრივად ასეთი ანთება ვითარდება პროსტატიტთან ერთდროულად,იწვევს ტემპერატურის მომატებას და ტკივილებს შორისში,საზარდულში და სათესლე პარკის კანში.თესლგამომტანი სადინრების გამოკვლევისას აღინიშნება მათი გამკვრივება და მტკივნეულობა.მკურნალობისთვის გამოიყენება ანტიბიოტიკები.
ჭდე: kani
არეოლა
განმარტებითი ლექსიკონი არეოლა – 1.მომრგვალო ფორმის მოყავისფრო ან ვარდისფერი უბანი,რომელიც ძუძუს დვრილს გარს აკრავს.2.თვალის ფერადი გარსის ნაწილი,რომელიც თვალის გუგას ირგვლივაა განლაგებული.3.კანის მცირე პიგმენტირებული უბანი.
ალგიდური
განმარტებითი ლექსიკონი ალგიდური – ცივი;ეს ტერმინი ჩვეულებრივად გამოიყენება ცივი კანის აღსაწერად,რომელიც აღინიშნება მალარიის ზოგიერთი ფორმის დროს.
ალგეზიმეტრი
განმარტებითი ლექსიკონი ალგეზიმეტრი – მოწყობილობა კანის სხვადასხვა გამაღიზიანებლის (განსაკუთრებით ტკივილის) მიმართ მგრძნობელობის ზღრუბლის დადგენისთვის .
ანალური ფისტულა
ანალური ფისტულა – არხი, რომელიც წარმოიქმნება ანუსის არეს და კანს შორის; უფრო ხშირად ფისტულა წარმოიქმნება კანზე გავრცელებული აბსცესის (ინფექციის) შედეგად. გაფრთხილება!; არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ..