Tag Archives: kiduris

ცრუ სახსარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცრუ სახსარი – (ქირურგ.) ძველი მოტეხილობის ადგილზე მუდმივი მოძრაობის დარჩენა, რაც განპირობებულია ძვლოვანი შეხორცების არ არსებობით. ცრუ სახსრის განვითარების მიზეზებს მიეკუთვნება: ძვლების მოტეხილი ზედაპირების ერთმანეთთან არც თუ მჭიდრო მიტანა ძვლოვანი ნივთიერების მნიშვნელოვანი დაკარგვის, მათი დიდი ცდომისა და არასაკმარისი რეპოზიციის შედეგად; ქსოვილების ინტერპოზიცია (მოტეხილ ზედაპირებს შორის კუნთების, მყესების,

Read More

შარკოს გარდამავალი კოჭლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს გარდამავალი კოჭლობა – იხ. შერკოს სინდრომი (შარკოს სინდრომი) გარდამავალი (შენაცვლებითი)კოჭლობა, ტკივილი ქვემო კიდურებში სიარულისას, რომელიც გადის შესვენებისას. დამახასიათებელია ასევე მგრძნობელობის მოშლა, პარესთეზიები, ტერფების გაცივების შეგრძნება, თითების სიფერმქრთალე, ქვემო კიდურების პერიფერიული არტერიების პულსაციის დაქვეითება ან გაქრობა. მოგვიანებით ვითარდება ქვემო კიდურის ქსოვილთა დაწყლულება და ნეკროზი. სინდრომს საფუძვლად უდევს

Read More

ფსევდოპოლიმელია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოპოლიმელია  – (pseudopolymelia; ბერძ. Pseudes ცრუ +poly მრავალი + melos სხეულის ნაწილი, კიდური; სინ.: ბეხტერევის სინდრომი)სხეულის სქემის მოშლის ილუზორული შეგრძნება რამდენიმე ცრუ კიდურის სახით, რომელიც მდებარეობს ჰემიპლეგიის მხარეზე მოძრავ მდგომარეობაში ან მოსვენებით მდგომარეობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ფსევდომელია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდომელია – ზედმეტი კიდურის არსებობის ცრუ შეგრძნება. ჩვეულებრივ აღინიშნება თავის ტვინის არადომინანტური ნახევარსფეროს დაზიანებისას, საპირისპირო მხარეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ტროქანტერიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროქანტერიტი – ბარძაყის ძვლის დიდი ციბრუტის ანთება, ხშირად ტუბერკულოზური წარმოშობისა. ვლინდება ტკივილით, რომელიც ძლიერდება ბარძაყის განზიდვისას, ბარძაყის ზედა გარეთა მესამედის შეშუპებით. დიაგნოზი ზუსტდება რენტგენოლოგიურად. მკურნალობა – კიდურის იმობილიზაცია; ტუბერკულოზური წარმოშობის დროს  – ანტიტუბერკულოზური საშუალებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა