ცერვიკალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერვიკალგია – ტკივილის სინდრომი: ხასიათდება ტკივილით კისრის მიდამოში და ხშირად მიმდინარეობს კისრის კუნთების დაჭიმვით, მტკივნეულობით, მოძრაობის შეზღუდვით, ზოგჯერ თავბრუსხვევებით, ვეგეტატიური დარღვევებით, არამკაფიო მხედველობით. გამოყოფენ ვერტებროგენურ ცერვიკალგიას, რომელიც დაკავშირებულია ხერხემლის კისრის ნაწილის პათოლოგიასთან Read More …

ცერებრულ – მედულური სიმახიჯის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრულ – მედულური სიმახიჯის სინდრომი – კრანიოცერვიკული მიდამოს განვითარების მანკი, რაც გამოიხატება კეფის დიდი ხვრელის შევიწროებით და ხერხემლის ზედა ნეწილის დეფორმაციით. ამას თან ახლავს ტვინის ღეროსა და ნათხემის ჩაჭედვა დასახელებულ მიდამოში. კლინიკურდ Read More …

შეგრენ – ლარსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგრენ – ლარსონის სინდრომი – (K. G. T. Sjogren, შვედი ფსიქიატრი)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ექტოდერმული დისტროფიების ჯგუფს  ნევროლოგიური გამოვლინებებით და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით – თანდაყოლილი იქთიოზი, ოლიგოფრენია, კიდურების სპასტიკური ტეტრაპარეზი. Read More …

ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი Read More …

ქრონიკული არასპეციფიკური პოლიართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული არასპეციფიკური პოლიართრიტი – –  დაავადება იწყება 2 – 4 წლის ასაკში, ზოგჯერ სიცოცხლის პირველ წელზე. აღინიშნება ცხელება, ინტოქსიკაცია, სახსრების შეშუპება და მტკივნეულობა, თავდაპირველად მსხვილი სახსრების (მუხლის, იდაყვის, ტერფ – წვივის, მენჯ Read More …

ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის Read More …

ქალას ნერვები (თავის ტვინის ნერვები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალას ნერვები (თავის ტვინის ნერვები) – განასხვავებენ თავის ქალას 12 წყვილ ნერვს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თავის ტვინთან. ადამიანის თავის ქალას ნერვებია: ყნოსვის, მხედველობის, თვალის მამოძრავებელი, ჭაღისებრი ნერვი, განმზიდველი ნერვი, სამწვერა ნერვი, სახის Read More …

ფსევდოქსანთომა ელასტიკური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოქსანთომა ელასტიკური  – (pseudoxanthoma elaticum; ბერძ. Pseudes ცრუ + ქსანთომა; სინ.: ბალზერის ელასტიკური ქსანთომა, გუტმანის ელასტიკური ნევუსი)დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს  ელასტიკური ქსოვილის მემკვიდრეობითი დისტროფია; ვლინდება მოყვითალო ფერის პაპულოზურ – ატროფიული კერებით, ლოკალიზებული Read More …

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის Read More …

ტურეტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტურეტის სინდრომი – (G. G. De la Tourette, ფრანგი ნევროლოგი; სინ.: პაროქსიზმული გენერალიზებული ტიკი)ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება სახის, კისრის, ზედა და ქვედა კიდურების კუნთების პაროქსიზმული  ტიკებით, სასუნთქი მუსკულატურის და Read More …

ტრიქომატრიომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიქომატრიომა – (ტრიქო –  +  თმის მატრიქსი  +   – ომა)კეთლთვისებიანი სიმსივნე წვრილი მკვრივი კვანძის სახით თავის, კისრის ან ხელების კანზე, რომელიც ვითარდება თმის ფოლიკულის შიგა ფესვიდან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო Read More …

ტრიკუსპიდალური უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური უკმარისობა – – გულის მანკი: სამკარიანი სარქვლის საგდულების არასრული დახურვა, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას მარჯვენა პრკუჭიდან  მარჯვენა წინაგულში მისი სისტოლის დროს; როგორც წესი, კომბინირებულია გულის სხვა მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვითა Read More …

ტრიკუსპიდალური სტენოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური სტენოზი – გულის მანკი: მარჯვენა წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის შევიწროება, აღინიშნება უმთავრესად რევმატიზმის დროს, იშვიათად ინფექციური რევმოკარდიტის დროს ან თანდაყოლილია. როგორც წესი შერწყმულია მიტრალურ და აორტალურ სარქვლების მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების Read More …

ტკიპისმიერი ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტკიპისმიერი ენცეფალიტი – ვირუსული დაავადება. გადამტანები – ტკიპები. დასნებოვნება ხდება ტკიპების კბენის შედეგად. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 10 – 14 დღეს. დასაწყისი მწვავეა, აღინიშნება მაღალი ტემპერატურა, ძლიერი თავის ტკივილი. ყველაზე მეტად ტიპიურია კისრის Read More …

ტინელის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტინელის სიმპტომი – (J.  Tinel,  ფრან.  ნევროპათოლოგი)1, თავის ტკივილის გაძლიერება კისრის ვენებზე ზეწოლისას ან თავის უკან გადაწევის დროს; ნიშანია ქალაშიდა წნევის მომატებისა; 2. პარესთეზია ჩხვლეტის შეგრძნების სახით, პერკუსის ადგილის დისტალურად, რომელიც ტარდება Read More …

სტოქსის საყელო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტოქსის საყელო – (W. Stokes, ირლანდ. ექიმი; სინ.: სტოქსის სინდრომი) კისრის, ხშირად თავის, ზედა კიდურებისა და ბეჭების მიდამოს შეშუპება. წარმოიქმნება ზედა ღრუ ვენის, ასევე მარჯვენა ან მარცხენა მხარ – თავის ვენების მიჭყლეტისას. Read More …

სკლერედემა მოზრდილთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლერედემა მოზრდილთა – (-scleroedema adultorum; ბერძ. Scleros მყარი, მკვრივი + oidema სიმსივნე)იშვიათი დერმატოზი, რომელიც დაკავშირებულია კოლაგენური ქსოვილის ინფექციურ – ტოქსიკურ ტროფიკულ დაზიანებასთან; ვლინდება დერმისა და კანქვეშა უჯრედისის შეშუპებითა და გამკვრივებით. ჩვეულებრივ, დერმატოზი Read More …

სკალენუს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკალენუს სინდრომი – კიბისებრი კუნთის სინდრომი. კისრის არეში ტკივილის შერწყმა მხარის ზემოთ და ხელში  –  იდაყვის მხარეზე ტკივილთან, ხელის პერიფერიულ პარეზთან (უპირატესად დისტალურ ნაწილებში), მტკივნეულობასთან პალპაციის დროს წინა კიბისებური კუნთის მიმაგრების ადგილას, Read More …

სიკარის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიკარის სინდრომი – (R. Sicard, ფრანგი ნევროპათოლოგი)ენა-ხახის ნერვის ნევრალგია. სინდრომი ხასიათდება უეცარი, შეტევითი, მწვავე, გამჭოლი ტკივილით რბილი სასის და ხახის ცალ მხარეზე, რომელიც შესაძლოა ირადირებდეს თვალში, ქვედა ყბის კუთხეში და კისრის შესაბამის Read More …

საყლაპავის დივერტიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის დივერტიკული – ლოკალიზდება კისრის განყოფილებაში (70%), ტრაქეის ბიფურკაციის დონეზე (20%) და დიაფრაგმის ზევით (10%). ბიფურკაციური დივერტიკულები მიეკუთვნება ტრაქციულს, დანარჩენი  –  პულსიურს. დივერტიკულების დიაგნოსტიკისათვის  ხშირად მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას; ენდოსკოპური გამოკვლევა ტარდება ჩვენების Read More …

სანერწყვე ჯირკვლების კიბო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანერწყვე ჯირკვლების კიბო – ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდeბა ყბა – ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ციპინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმოიდული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, Read More …

როტის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როტის სიმპტომი – ქურთუკის და ნახევარქურთუკის სიმპტომი  –  ტკივილისა და ტემპერატურული მგრძნობელობის დისოცირებული დარღვევა ტანსა და კიდურებზე, რომლის ზონა კონფიგურაციით მოგვაგონებს ქურთუკს ანდა ნახევარქურთუკს. სირინგომიელიის ნიშანია, გამოწვეული უკანა რქების დაზიანებით და ზურგის Read More …

რეტროკოლისი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეტროკოლისი – -(ლათ. retro – უკან, collum – კისერი)  კისერმრუდობის ვარიანტი, რომლის დროსაც კისრის უკანა კუნთების დაძაბვის გამო თავი გადახრილია უკან. აღინიშნება კუნთოვანი დისტონიის, სხვა ექსტრაპირამიდული დაავადებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული Read More …

რეინოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეინოს სინდრომი – 1. მტევნების და ტერფების არტერიული სისხლმომარაგების შეტევისმაგვარი დარღვევა, რომელიც ხშირად ვითარდება სიცივის ზეგავლენით. ამასთან ავადმყოფი უჩივის ხელის თითების დაბუჟებას, შეცივებას, რომლებიც ხდებიან ფერმკრთალი, ციანოზური და ცივი. ზიანდება უპირატესად III Read More …

რეინო – ლერიშის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეინო – ლერიშის სინდრომი – (А. G. М. Raynaud, ფრან. ექიმი; R. Н.М. Leriche, ფრან.  ქირურგი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ტიპიურია რეინოს დაავადებისათვის, მაგრამ ვითარდება ზოგიერთი სხვა დაავადების დროს, რომლებიც ხასიათდებიან კიდურების სისხლძარღვების დაზიანებით Read More …

რაიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რაიტის სინდრომი – (I. S. Wright, ამერ. ექიმი; მკერდის მცირე კუნთის სინდრომი, ჰიპერაბდუქციური სინდრომი)  მხარ – კისრის სინდრომების ჯგუფიდან ერთ  –  ერთი, რომელიც ხასიათდება ზედა კიდურის სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის მოშლით იღლიისქვეშა Read More …

პტი სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პტი სინდრომი – ეგზოფთალმის შერწყმა თვალის გუგისა და თვალის ნაპრალის გაფართოებასთან ერთად ცალ მხარეს. განპირობებულია კისრის მიდამოში სიმპათიკური ბოჭკოების გაღიზიანებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პოლიმიოზიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმიოზიტი – ავტოიმუნური დაავადება, რომელიც ხასიათდება კუნთების დიფუზური ანთებით და ვლინდება კისრის, ხახისა და ხორხის, მხრისა და მენჯის სარტყლის, კიდურების პროქსიმალური ნაწილების, სასუნთქი კუნთების მზარდი სისუსტით და მტკივნეულობით. ავადმყოფთა ნახევარზე მეტს აღენიშნებათ Read More …

პოლიმიალგია რევმატიული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოლიმიალგია რევმატიული – (ბერძ. Poly მრავალი + მიალგია) ხანშიშესულ პირთა დაავადება, რომელიც ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების ტკივილებითა და შებოჭილობით. დაავადება იწყება უეცრად, ძლიერი ტკივილებით მხრის სარტყლის, კისრის, ზურგის კუნთებში; შემდეგში Read More …

პოიკილოდერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოიკილოდერმია – (poikilodermia; ბერძ. Poikilos ჭრელი + derma კანი) კანის დისტროფიული ცვლილებების კომპლექსი, რომელიც ხასიათდება ბადისებრი ჰიპერპიგმენტაციით, კანის ატროფიის გაფანტული უბნების მონაცველობით და ტელეანგიექტაზიებით. პოიკილოდერმია შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი, სიმპტომური და Read More …