Tag Archives: klinikur

ციტოტოქსინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსინი – ანტისხეულების განსაკუთრებული სახე, რომლებიც აზიანებენ უჯრედებს; განასხვავებენ ლეიკოტოქსინებს, რომლებიც აზიანებენ ლეიკოციტებს, ჰემოლიზინებს – აზიანებენ ერითროციტებს და ა. შ. გამოიყენებიან კლინიკურ პრაქტიკაში შრატების სახით უჯრედთა სტიმულაციისათვის ან დათრგუნვისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შარკოს ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს ტრიადა – ტერმინი, რომელიც აერთიანებს ორ კლინიკურ სიმპტომთკომპლექსს, რომელიც აღწერა შარკომ: 1. ნისტაგმის, ტრემორისა და სკანდირებული მეტყველების კომბინირება, რომელიც დამახასიათებელია გაფანტული სკლეროზისათვის; 2. სიყვითლის, ცხელებისა და მუცლის ზედა ნაწილის ტკივილის კომბინაცია ქოლანგიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული ჰეპატიტი

ქრონიკული ჰეპატიტი – ხშირად ვითარდება როგორც მწვავე ვირუსული ჰეპატიტის შედეგი. მის პროგრესირებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება იმუნური პროცესების დარღვევებსაც. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ხანგრძლივად, უსიმპტომოდ და გამომჟღანვნდეს  მხოლოდ ღვიძლის ციროზის განვითარების შემთხვევაში. (იხ) სიმპტომები. ავადმყოფები, როგორც წესი, უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ღვიძლის არეში, მადის დაქვეითებას, პირში მწარე გემოს, პირის სიმშრალეს, დისპეფსიურ მოვლენებს. გამოკვლევებით დგინდება ღვიძლის, იშვიათად კი

Read More

ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის სარტყლის კანზე და თავის თმიანი ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის (დიამეტრით 3 – 5 მმ) არაანთებითი,

Read More

ფსიქოანალიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსიქოანალიზი – (ფსიქოლოგია) (ბერძ. psyche – სული და analysis – განცალკევება, დაშლა, გამოკვლევა) – 1. თეორიული მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, გამომდინარე ზ. ფრეიდის იდეებიდან (იხ. ფრეიდიზმი, ნეოფრეიდიზმი; ანალიზური ფსიქოლოგია; ინდივიდუალური ფსიქოლოგია და სხვ.); 2. ფსიქიკის გამოკვლევის განსაკუთრებული მეთოდოლოგია; 3. ზ. ფრეიდის გამოკვლევის ფსიქოთერაპიული მეთოდი (იხ. ფსიქოთერაპია). ფსიქოანალიზის შექმნის საწყის

Read More