წყლულოვანი დაავადება – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავისა, კრიუველიეს დაავადება, ადამიანის ქრონიკული ციკლურად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს წყლულების გაჩენა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. 1829 ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად გამოყო ფრანგმა ექიმმა ჟ. კრიუველიემ. დაავადების განვითარების საყოველთაოდ აღიარებული თეორია არ არსებობ. მისი გახშირების ტენდენციას უკავშირებენ ურბანიზაციის პროცესს, ნერვულ – ფსიქიკურ დაძაბვას, უარყოფით ემოციებს, სტრესს, ქრონ. ინტოქსიკაციას
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრომა – (cyindroma; ცილინდრი + – oma სიმსივნე; სინ.: ადენოცისტური კიბო) ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ცილინდრული სტრუქტურების წარმოქმნითა და სტრომის ჰიალინოზით. ცილინდრომა ვითარდება სანერწყვე ჯირკვლებში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს საცრემლე ჯირკვლებშიც, ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების, საყლაპავის, საშვილოსნოს ყელის ლორწოვან ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრაუსის პარაამილოიდოზი – სისტემური ამილოიდოზი. პათოლოგიური ცვლილებები ძირითადად გვხვდება ენის კუნთებში, პირის ღრუს და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან გარსში, ჩონჩხის კუნთებსა და გულის კუნთებში. ადრეული ნიშანია ენის მნიშვნელოვანი გაზრდა (მაკროგლოსია), მისი მტკივნეულობა და დამახასიათებელი შესახედაობა. ცვლილებებს შემოფარგლული სკლეროდერმის ან ლორწოვანის შემოფარგლული შეშუპების დროს. სინონიმი: დეგას ამილოიდოზი. [“3”]
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილინგის სინდრომი – შილინგის ტიპის მონოციტული ლეიკემია, რეტიკულოენდოთელიოზის ნაირსახეობა – პერიფერიულ სისხლში პათოლოგიური მონოციტების მსგავსი რეტიკულური უჯრედები. ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, კანსა და ლორწოვან გარსზე სისხლჩაქცევები ან ნეკროზები, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი (ბევრია რეტიკულური უჯრედების მსგავსი მონოციტები), ძვლის ტვინში მონორეტიკულური ტრანსფორმაცია, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. კლინიკური სურათი მოგვაგონებს