ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცნობიერების მოშლა – ფსიქიური დაავადების ერთ–ერთი ძირითადი ნიშანი. ხასიათდება მეხსიერების მოშლით, რეალურ სამყაროსაგან გამოთიშვით, გრძნობადი ფუნქციების რღვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ღვიძლის უკმარისობა – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევით მისი მწვავე ან ქრონიკული დაზიანების შედეგად. ღვიძლის მწვავე უკამრისობის მიზეზებია ვირუსული ჰეპატიტები, ასევე ღვიძლის ტოქსიკური დაიზანებები, მათ შორის წამლისმიერი ჰეპატიტები. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა წარმოიქმნება ქრონიკული ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, მძიმე მექანიკური სიყვითლის, ღვიძლის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების დროს. ვლინდება მადის დაკარგვით, გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სიყვითლის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქვანტური კომპიუტერი – (ინტ.) information quality ჰიპოთეზური კომპიუტერი, რომელიც იყენებს «გამოთვლების ქვანტური პარალელიზმის“ პრინციპს ცალკეული ან ბმული ქუბიტების გადამუშავების მიზნით; თავისი მახასიათებლების (სწრაფმოქმედება, მეხსიერების მოცულობა) დონის მიხედვით იგი რამდენიმე რიგით შეიძლება აღემატებოდეს დღევანდელ კომპიუტერებს; თუ ასეთი კომპიუტერის შექმნა შესაძლებელი გახდა, არნახულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.