Tag Archives: nawlavs

წვრილი ნაწლავი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წვრილი ნაწლავი – 1. ნაწლავის ნაწილი კუჭსა და მსხვილ ნაწლავს შორის. წვრილ ნაწლავში საბოლოოდ გადამუშავდება საკვები ნაღვლის, ნაწლავისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენების ზემოქმედებით, ხდება საკვები ნივთიერებების შეწოვა. ადამიანში განასხვავებენ 12 – გოჯა, მლივ და თეძოს ნაწლავს. 2. საჭმლის მომნელებელი მილის – ნაწლავების შუა მონაკვეთი, პილორუსიდან ბრმა ნაწლავამდე.

Read More

ყვითრის ყუნწი (ღერაკი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ყუნწი (ღერაკი) – (caulis vitellinus) მილაკოვანი წარმონაქმნი, რომელიც აერთებს ჩანასახის შუა ნაწლავს ყვითრის პარკთან. ყვითრის ყუნწის სანათურს ეწოდება ყვითრის სადინარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრონიკული კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება, ჩვეულებრივ ვითარდება ინფექციური და პარაზიტული ბუნების დაზიანებისას, აგრეთვე არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს. (იხ.). ზოგჯერ დაზიანება შეიძლება შემოიფარგლოს მსხვილი ნაწლავის გარკვეული უბნებით (სიგმოიდიტი, პროქტიტი). ქრონიკული კოლიტი ხშირად ერევათ ნაწლავების ფუნქციონალურ დარღვევებში (მაგალითად ჩვეულებრივი შეკრულობები). მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაზიანების ერთერთი მიზეზია ინტოქსიკაცია,

Read More

ქოლედოქოდუოდენოსტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლედოქოდუოდენოსტომია – (ლათ. Choledochus ნაღვლის სადინარი + duodenum თორმეტგოჯა ნაწლავი + ბერძ. Stoma პირი, ხვრელი, გასავალი)ნაღვლის საერთო სადინარსა და თირმეტგოჯა ნაწლავს შორის ანასტომოზის დადების ქირურგიული ოპერაცია. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პერიკოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიკოლიტი – პერიტონეუმის ანთება რომელიც ფარავს მსხვილ ნაწლავს. ვლინდება მუდმივი ტკივილებით მუცლის სხვადასხვა მიდამოში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს, სხეულის მდებარეობის ცვლილებისას, ასევე დეფეკაციისა და გამწმენდის ოყნის შემდეგ, რომლებიც აძლიერებენ მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა