Tag Archives: neironebis

შარკოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს დაავადება – გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი –  უცნობი ეტიოლოგიის ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება. ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინის მამოძრავებელი ნეირონების დაზიანება, ქერქ – ზურგტვინისა და ქერქ – ბირთვთა ბოჭკოების დეგენერაცია. გამოვლინდება კიდურთა და თავის კუნთების ცენტრალური და პერიფერიული დამბლების (პარეზების) შერწყმით და ასევე სამწვერა, ენის მამოძრავებელ,

Read More

ქრომატოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომატოლიზი – (chromatolysis ბერძნ.chroma, chromatos  –  ფერი და lysis  –  გახსნა)    1. დეგენერირებული  უჯრედების ბირთვში ქრომატინის გახსნა, რომელიც აღარ იღებება; 2. ტიგროიდული ნივთიერების (ნისლის მარცვლების) გაფანტვა ნეირონების გაღიზიანების დროს, რაც დაკავშირებულია პროტონეიროფიბრილებისა და გრანულური ენდოპლაზმური ბადის ელემენტების დაშლასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

უჯრედი – სატელიტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – სატელიტები – (satellitocyti ლათ. satelles – თანამგ­ზავრი, თანამონაწილე) – 1. ნეიროგლიის უჯრედები, რომლებიც ნეირონების სხეულს გარს ეკვრიან. სინ. უჯრედები მანტიისებრი, უჯრედები ოლიგოდენდროგლიის; 2. მიობლასტის ტიპის უჯრედები, რომლებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით განივზოლიანი ბოჭკოების სარკოლემის ქვეშ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა

Read More

სომატური ნერვული სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური ნერვული სისტემა – –  1. ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც აინერვირებს სხეულის კუნთებს, უზრუნველყოფს ორგანიზმის სენსორულ და მოტორულ ფუნქციებს. ხერხემლიანი ცხოველების ჩონჩხის განივზოლიან კუნთებს ანერვიანებენ ზურგის ტვინის წინა რქებისა და თავის ტვინის ღეროვანი ნაწილის ზოგიერთი მოტორული ბირთვის ე. წ. მოტონეირონები. მათი კოორდინირებული მოქმედება ხორციელდება პირდაპირ ან ჩართული

Read More

სინაფსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინაფსი – 1. სტრუქტურა (კონტაქტის ადგილი), რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსის გადაცემას რომელიმე უჯრედზე ან კუნთოვან ბოჭკოზე, ასევე ერთი ნეირონიდან მეორეზე. 2. სინაფსი – ნეირონის მეორე ნეირონთან, კუნთთან ან სხვა ორგანოსთან კონტაქტის ადგილი, რომლის საშუალებითაც ხდება აგზნების ან შეკავების გადაცემა. 3. სინაფსი – ნერვული უჯრედების შეკავშირების ადგილი (ნეირონების)

Read More