ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩენდერის სინდრომი – გარეთა ყურის ანთების დროს განვითარებული ნევროლოგიური გართულება. გარეთა სასმენი მილის ანთებას ზოგჯერ თან სდევს საფეთქლის ძვლის მანეკროზებელი ოსტიტი და ანთების გადასვლა ქალას ფუძეზე. ნიშნები: ყურის ტკივილი, ჩირქოვანი ან სეროზული გამონადენით, იმავე მხარეს სახის ნერვის დამბლა, სახის შეშუპება, ყბაყურა ჯირკვლის შესივება და მტკივნეულობა, ტრიზმი, თავის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლის სინდრომი – (სინ.: პრეფრონტალური ზონის სინდრომი) ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ტვინის შუბლის წილის კეროვანი დაზიანების დროს; სინდრომი აღინიშნება ქალა – ტვინის ტრავმის შემდეგ, ქალაშიდა სიმსივნეების, ინფარქტებისა და სისხლჩაქცევების, ასევე ანთებითი და ატროფული პროცესების დროს. სინდრომისათვის დამახასიათებელია ექტრაპირამიდული დარღვევები: სახის მიმიკური კუნთების პარეზი, ჰიპო
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგრენ – ლარსონის სინდრომი – (K. G. T. Sjogren, შვედი ფსიქიატრი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ექტოდერმული დისტროფიების ჯგუფს ნევროლოგიური გამოვლინებებით და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით – თანდაყოლილი იქთიოზი, ოლიგოფრენია, კიდურების სპასტიკური ტეტრაპარეზი. კლინიკური სურათი ხასიათდება თანდაყოლილი იქთიოზის შერწყმით ოლიგოფრენიასთან და სპასტიურ ტეტრაპარეზთან. კანის ცვლილებები ჩნდება დაბადებისთანავე; აღინიშნება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღეროვანი ენცეფალიტი – პირველადი მწვავე ენცეფალიტის ვარიანტი, უპირატესად ტვინის ღეროს სტრუქტურების უპირატესი დაზიანებით. ავადდებიან 25 წლამდე ასაკის პირები; 1 – 3 კვირის განმავლობაში აღინიშნება თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, გულისრევა, მოთენთილობა, სუბფებრილური ტემპერატურა. შემდგომში ვლინდება სიმპტომები, რომლებიც უკავშირდებიან ქალა – ტვინის ბირთვების დაზიანებას. აღინიშნება დიპლოპია, პტოზი, ნისტაგმი, გუგების
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიოენცეფალიტი – 1. (სინ.: ფსიქოსენსორული ენცეფალიტი) ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის იშვიათი ფორმა, რომელიც ვლინდება მენინგოენცეფალიტის სიმპტომებით. გამომწვევია ლიმფოციტარული ქორიომენინგიტის ვირუსი. დაავადება იწყება მწვავედ, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, სისუსტით, ზოგჯერ აღინიშნება ხველა, სურდო; ცალკეულ ავადმყოფებს უკვე ამ პერიოდში აღენიშნებათ ჰალუცინაციები, ძილის დარღვევა, წყურვილის გაძლიერება. რამდენიმე დღის შემდეგ ავადმყოფთა მდგომარეობა უმჯობესდება,