აბლაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. განმარტებითი ლექსიკონი აბლაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უბნის გამოწვა ლაზერის, ელექტროინსტრუმენტის ან ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან  მოცილება მაქანიკური გზით (მაგალითად, ტოლზილიტის დროს ნუშების ლორწოვანი გარსის აბლაცია, ბარეტის მეტაპლაზიის დროს საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის აბლაცია). Read More …

აორტოგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი აორტოგრაფია – აორტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.აორტაში შეიყვანება რენტგენოკონტრასტული ნივთიერება,შემდეგ კი კეთდება რეტგენოგრამების სერია.აორტოგრაფია ტარდება დაავადების ხარისხის  და პათოლოგიური უბნის  ლოკალიზაციის (მაგალითად, არტერიის ათერომატოზული დახშობის ან ანევრიზმის) განსაზღვრის მიზნით.

აპნეუზი

განმარტებითი ლექსიკონი აპნეუზი – პათოლოგიური სუნთქვა,რომლისთვისაც დამახასიათებელია გახანგრძლივებული ჩასუნთქვა და ხანმოკლე ამოსუნთქვა.აღინიშნება იმ შემთხვევაში,თუ შემაკავებელი იმპულსები გარკვეული მიზეზების გამო ვერ აღწევენ თავის ტვინის სასუნთქ ცენტრამდე.

სპერმატურია

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი სპერმატურია – შარდში სპერმის არსებობა. სპერმატურია პათოლოგიურია მაშინ, როცა სპერმა თესლგამომყოფი გზებიდან ხვდება არა ურეთრის პერიფერიულ უბნებში, არამედ შარდის ბუშტის ღრუში (რეტროგრადული ეაკულაცია).   ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, Read More …

წინამდებარე ჯირკვლის ქვები

განმარტებითი ლექსიკონი წინამდებარე ჯირკვლის ქვები – პროსტატაში მკვრივი, ხშირად ქვიანი სტრუქტურის მქონე პათოლოგიური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება დანეკროზებული მასების, გასქელებული სეკრეტის, ანთებითი ექსუდატის გაკირების შედეგად. კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია იმაზე, თუ ჯირკვლის რომელ ნაწილშია მოთავსებული კონკრემენტი (ჯირკვლის ქსოვილში თუ სადინარში).   ლიტერატურა, წყაროები, Read More …