Tag Archives: piruli

ჩეინ – სტოქსის სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩეინ  –  სტოქსის სუნთქვა – პერიოდული სუნთქვის ერთ  –  ერთი სახე: ზედაპირული და იშვიათი სუნთქვითი მოძრაობები, რომელიც თანდათანობით ხშირდება და ღრმავდება და მაქსიმუმს აღწევს 5  –  7 ჩასუნთქვის შემდეგ, შემდეგში კი კვლავ სუსტდება და იშვიათდება, დგება სუნთქვის ხანმოკლე შეჩერება  –  აპნოე, რის შემდეგაც  ციკლი მეორდება. აღინიშნება გულის

Read More

შამბერგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შამბერგის დაავადება – (J. F. Schamberg, ამერ. დერმატოლოგი; სინ.: კანის პროგრესირებადი ჰემოსიდეროზი, პროგრესირებადი პიგმენტური დერმატიტი) შედარებით იშვიათი დერმატოზი, რომელიც მიეკუთვნება კანის ჰემოსიდეროზებს. დაავადება ხასიათდება წვივების კანზე, იშვიათად სხვა ნაწილებზე, მჭიდროდ განლაგებული მოწითალო წერტილოვანი ჰემორაგიული ლაქების გაჩენით, რომლებსაც ზოგჯერ აქვთ ტელეანგიექტაზიების ფორმა. თანდათანობით ჩნდებიან ახალ – ახალი კერები,

Read More

ღვიძლის ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ექინოკოკი – (ქირურგ.) განასხვავებენ ორ ფორმას; ერთსაკნიანი და მრავალსაკნიანი ექინოკოკი. ერთსაკნიანი ექინოკოკის დროს ღვიძლში ვითარდება ერთი დიდი კისტა, მრავალსაკნიანის დროს – მრავალი წვრილი კისტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ დიდ კონგლომერატში. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება კლინიკურად ვლინდება მხოლოდ მას  შემდეგ, რაც კისტა აღწევს მნიშვნელოვან ზომებს და ახდენს მნიშვნელოვან

Read More

ქონდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, განვითარებული  ხრტილოვანი ქსოვილიდან, რომელიც აზიანებს ძირითადად მტევნებისა და ტერფების გრძელ ძვლებს. განასხვავებენ 2 ფორმას: ენქონდრომები, რომელიც ვითარდება ძვლის სიღრმეში, და ეკქონდრომები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ზედაპირული შრიდან და იზრდებიან ეგზოფიტურად, გარემომცველი რბილი ქსოვილების მხარეზე. ხშირად მიმდინარეობენ უსიმპტომოდ; ვლინდებიან მხოლოდ ძვლების დეფორმაციითა და პათოლოგიური მოტეხილობებით;

Read More

ფლიქტენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფლიქტენა  – (ბერძ. phlyktaina – ბუშტუკი) კანის დაზიანება სტრეპტოკოკური პიოდერმიის დროს: ბუშტუკი დუნე თხელი საფარველით და სეროზული შიგთავსით, რომელიც სწრაფად ხდება სეროზულ – ჩირქოვანი, შემდგომ კი – ჩირქოვანი. ზედაპირული ფორმების დროს ისინის არ ტოვებენ ნაკვალევს, ხოლო ღრმა პიოდერმიისას ფლიქტენა, როგორც წესი, წარმოქმნის ნაწიბურებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More