Tag Archives: qala

ბაზიონი

განმარტებითი ლექსიკონი ბაზიონი –  წერტილი კეფის დიდი ხვრელის წინა კიდის შუაში (ქალას ფუძეში).

ატლანტი

განმარტებითი ლექსიკონი ატლანტი – კისრის პირველი მალა,რომლის საშუალებით ქალა უკავშირდება ხერხემალს.

ცეფალოცელე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცეფალოცელე – ქალა – ტვინის თიაქარი: თავისა და თავის ტვინის განვითარების მანკი, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქსოვილის (ენცეფალოცელე) ან მისი გარსების (მენინგოცელე) გამოსვლით ქალას ძვლების დეფექტიდან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნატრიუმის შემცველობის დაქვეითებით სისხლში, ჰიპოვოლემიის ფონზე. წარმოიქმნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს, ან ქალა – ტვინის მძიმე ტრავმის დროს. მისი კორექცია ითვალისწინებს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შეყვანას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შუბლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუბლის სინდრომი – (სინ.: პრეფრონტალური ზონის სინდრომი) ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ტვინის შუბლის წილის კეროვანი დაზიანების დროს; სინდრომი აღინიშნება ქალა – ტვინის ტრავმის შემდეგ, ქალაშიდა სიმსივნეების, ინფარქტებისა და სისხლჩაქცევების, ასევე ანთებითი და ატროფული პროცესების დროს. სინდრომისათვის დამახასიათებელია ექტრაპირამიდული დარღვევები: სახის მიმიკური კუნთების პარეზი, ჰიპო

Read More