განმარტებითი ლექსიკონი გენი ლეტალური – გენი, რომელიც გარკვეული გარემოებების დროს იწვევს იმ ინდივიდუუმის სიკვდილს, რომლის ორგანიზმში იგი არსებობს.ლეტალური გენები ჩვეულებრივად რეცესიულები არიან: ინდივიდუუმი შეიძლება მოკვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მისი ორივე მშობელი ამ გენის მატარებელია.თუ ამ გენის მატარებელი მხოლოდ ერთი მშობელია,მაშინ გენის ლეტალური მოქმედება იქნება შენიღბული დომინანტური ალელით,რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემა ჯანმრთელი მშობლისგან.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩედიაკ – ჰიგასის სინდრომი – (А. М. Chediak, კუბელი ექიმი; О. Higashi, იაპონელი ექიმი) მემკვიდრული დაავადება, რომელიც ხასიათდება ლეიკოციტებში ჩანართების არსებობით მსხვილი გრანულების სახით, მათი ფაგოციტარული ფუნქციის დარღვევით, ორგანიზმის დაქვეითებული რეზისტენტობით ჩორქოანი ინფექციებისადმი, სრული ან ნაწილობრივი ალბინიზმით, ფოტოფობიით, ჰიპერჰიდროზით, ჰეპატოსპლენომეგალიით; გადაეცემა აუტოსომურ – რეცესიული ტიპით. გაფრთხილება! ბმულები:
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუმპელის სპასტიკური პარაპლეგია – (A. G. G. Stnimpell, გერმ. ნევროპათოლოგი; სინ. ერბ – შარკო – შტრუმპელის დაავადება) ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი მემკვიდრულ – ოჯახური დაავადება, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ქვედა პარაპარეზის განვითარებით, მენჯის ორგანოების ფუნქციის შენარჩუნებით; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული და დომინანტური ტიპებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტარგარდტის დეგენერაცია ყვითელი სხეულის – ყვითელი ლაქის ჭაბუკური დეგენერაცია. ოჯახური – მემკვიდრეობითი ბადურის ორმხრივი დეგენერაცია, ვითარდება 8 – 15 წლის ასაკში. ახასიათებს ყვითელი ლაქის (ბადურის ლაქის) დაზიანება. ვლინდება მხედველობის სიმახვილის დაქვეითებით, ცენტრალური სკოტომის განვითარებით. მემკვიდრეობის ტიპია უტოსომურ – რეცესიული. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა