აორტოგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი აორტოგრაფია – აორტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.აორტაში შეიყვანება რენტგენოკონტრასტული ნივთიერება,შემდეგ კი კეთდება რეტგენოგრამების სერია.აორტოგრაფია ტარდება დაავადების ხარისხის  და პათოლოგიური უბნის  ლოკალიზაციის (მაგალითად, არტერიის ათერომატოზული დახშობის ან ანევრიზმის) განსაზღვრის მიზნით.

ბარიუმის ოყნა

განმარტებითი ლექსიკონი ბარიუმის ოყნა – პროცედურა,რომლის დროსაც ნაწლავის ქვედა განყოფილებაში შეიყვანება ბარიუმი;სწორი,მსხვილი და წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილის მგომარეობის შესწავლისთვის გამოიყენება.ბარიუმი შეიყვანება ოყნის საშუალებით სწორ ნაწლავში.მუცლის ღრუს რენტგენოგრამაზე აღინიშნება ნაწლავის სანათურის შევიწროვება,გაუვალობის უბნები ან სხვა პათოლოგია.

რენტგენოგრამა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რენტგენოგრამა – რენტგენის სხივების საშუალებით ფოტოფირზე მიღებული შინაგანი ორგანოების გამოსახულება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა