Tag Archives: retikuluri

ცთომილი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცთომილი უჯრედები – (cellulae migrantes) უჯრედები, რომლებსაც გადაადგილების უნარი აქვთ. ეს თვისება ახასიათებს მიკროფაგებს (ნეიტროფილურ ლეიკოციტებს) და როგორც ჰემატოგენურ (ლიმფოციტები და მონოციტები), ისე ჰისტოგენურ მაკროფაგებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ჰისტიოციტებიდან, რეტიკულური უჯრედებიდან და ზოგიერთი ორგანოს სისხლძარღვების ენდოთელიუმის უჯრედებიდან. ჰისტიოციტების აღსანიშნავად ა.ა.მაქსიმოვმა შემოიღო ტერმინი „მოსვენებითი მაკროფაგები“ ანუ „ცთომილი უჯრედები მოსვენებით

Read More

შილინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილინგის სინდრომი – შილინგის ტიპის მონოციტული ლეიკემია, რეტიკულოენდოთელიოზის ნაირსახეობა  –  პერიფერიულ სისხლში პათოლოგიური მონოციტების მსგავსი რეტიკულური უჯრედები.  ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, კანსა და ლორწოვან გარსზე სისხლჩაქცევები ან ნეკროზები, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი (ბევრია რეტიკულური უჯრედების მსგავსი მონოციტები), ძვლის ტვინში მონორეტიკულური ტრანსფორმაცია, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება. კლინიკური სურათი მოგვაგონებს

Read More

შემაერთებელი რეტიკულური ქსოვილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელი რეტიკულური ქსოვილი – (textus connectivus reticularis)  შემაერთებელი ქსოვილის სახე, შედგება რეტიკულური მორჩებიანი  უჯრედებისა და რეტიკულური ბოჭკოებისგან და ქმნის ბადეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უჯრედშორისი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედშორისი ნივთიერება – (substantia intercellularis) – ფიბრობლასტური რიგის უჯრედების დიფერენცირების პროდუქტი, რომელიც შედგება ბოჭკოვანი სტრუქტურების, ამორფული (ძირითადი) ნივთიერებისა და ქსოვილოვანი სითხისაგან. უჯრედშორისი ნივთიერება შეიცავს კოლაგენურ, პრეკოლაგენურ, რეტიკულურ და ელასტიკურ ბოჭკოებს , აგრეთვე ამორფულ ნივთიერებას ქსოვილოვანი სითხით. ხრტილოვან ქსოვილში ის შეიცავს ქონდრულ ბოჭკოებსა და ქონდრიომუკოიდს, ძვლოვან ქსოვილში –

Read More

ტვინოვანი სიმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინოვანი სიმი – (chorda medullaris)   ლიმფური კვანძის ტვინოვანი ნივთიერების ლიმფოიდური ქსოვილი, შედგება რეტიკულური  უჯრედების, B  –  ლიმფოციტების, პლაზმური  უჯრედებისა და მაკროფაგებისაგან, რომელთა შორის გაივლის სისხლძარღვები და კაპილარები. სინ.ტვინოვანი ზონარი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More