Tag Archives: romatuli

ცენტროსფერო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსფერო – (centrosphaera ლათ.centrum – ცენტრი და ბერძნ.sphaira – სფერო) უჯრედის ცენტრის შემადგენელი ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია „ნათელი არის“ მსგავსად ცენტრიოლების გარშემომკვრელი უჩანართებო ციტოპლაზმის უბნით. უჯრედის ცენტრის გაყოფისას მიტოზის დროს ცენტროსფეროც ასევე იყოფა ორ ნაწილად, რომლებიც მიემართებიან აქრომატული თითისტარას პოლუსებისკენ. ზოგჯერ ტერმინს „ცენტროსფერო“ ხმარობენ, როგორც „უჯრედის ცენტრის“ სინონიმს,

Read More

ცენტრომერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტრომერა – (centrum – ცენტრი და ბერძნ. meros – ნაწილი) – ჩვეულებრივად ქრომოსომის პირველადი (ანუ ცენტრული) გადაზონრვის ადგილას მკვრივი სფერული სხეულაკი, რომელიც მართავს მის გადაადგილებას მიტოზის დროს. ცენტრომერების საშუალებით ქრომოსომები მაგრდება აქრომატული თითისტარას ძაფებზე. ცენტრომერები ქრომოსომებთან, აქრომატულ ძაფებთან და ცენტრიოლებთან ერთად შეადგენს მიტოზურ (ანუ გამყოფ) აპარატს. ცენტრომერების

Read More

ცენტროდესმოზა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროდესმოზა – (centrodesmosus ლათ. centrum – ცენტრი და ბერძნ. desmos – კავშირი) – უჯრედის ცენტრის შემადგენლობაში ორ ცენტრიოლს შორის ზღუდარი, რომელიც შედგება ჟელესებრი ციტოპლაზმური ძაფებისაგან. მიტოზის დროს, როდესაც ცენტრიოლები პოლუსებისკენ მიემართება, ცენტროდესმოზა გრძელდება და გადაიქცევა აქრომატული თითისტარას ძაფებად. ტერმინი შემოღიო (1894) ჰაიდენჰაინმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის,

Read More

ფლემინგის სხეულაკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფლემინგის სხეულაკი – სხეულაკი, რომელიც შედგება აქრომატული თითისტარას ცენტრალური ნაწილის ძაფების ნარჩენებისაგან. ის შეიმჩნევა მიტოზის ტელოფაზაში, ვინაიდან რამდენიმე ხნის განმავლობაში შენარჩუნებულია ციტოკინეზის დროს გაყოფადი უჯრედის გადაზონრვის ადგილას. სინ. სხეულაკი ნარჩენი. ასე ეწოდება ფლემინგის გვარის მიხედვით, რომელმაც პირველად აღწერა ეს წარმონაქმნი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და

Read More

უჯრედის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედის ცენტრი – (centrum cellulae იხ.სინ.ცენტროსომა) უჯრედის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოიდი – მისი კინეტიკური ცენტრი. იგი შედგება ერთი ან ორი თვითრედუპლიცირებადი წარმონაქმნის, ე.წ.ცენტრიოლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ცენტროდესმოზით და გარშემო შემორტყმულია ნათელი ციტოპლაზმით (ცენტროსფეროთი). თუ ცენტროსფეროში რადიალურად მიმართული ციტოპლაზმური ძაფებია, მას ასტროსფეროს უწოდებენ. ზოგჯერ ყველა აღნიშნულ ტერმინს:

Read More