Tag Archives: sasunTqi

წამწამოვანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წამწამოვანი უჯრედები – (cellulae ciliares) სასუნთქი გზების ეპითელიუმის წამწამოვანი (მოციმციმე) უჯრედები (epitheliocyti ciliati), რომელთა აპიკალურ ზედაპირზე მრავალრიცხოვანი წამწამებია. იხ.სინ.მოციმციმე უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცხვირის ცემინება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხვირის ცემინება – ორგანიზმის დაცვის უპირობორეფლექსური რეაქცია, რომელსაც იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების გაღიზიანება. აადვილებს ცხვირის ღრუდან მტვრის, ლორწოსა და და სხვ. გამაღიზიანებელი ნივთიერების მოცილებას. სასუნთქი გზების ინფექციური დაავადების (გრიპი და სხვ.) დროს ცხვირის ცემინება ხელს უწყობს ინფექციის გამომწვევის გავრცელებას. [“1”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

ცილინდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილინდრომა – (cyindroma; ცილინდრი + – oma სიმსივნე; სინ.: ადენოცისტური კიბო) ავთვისებიანი ეპითელური სიმსივნე, რომელიც ხასიათდება ცილინდრული სტრუქტურების წარმოქმნითა და სტრომის ჰიალინოზით. ცილინდრომა ვითარდება სანერწყვე ჯირკვლებში, მაგრამ შესაძლოა განვითარდეს საცრემლე ჯირკვლებშიც, ზედა სასუნთქი გზების, ბრონქების, საყლაპავის, საშვილოსნოს ყელის ლორწოვან ჯირკვლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

შიოგრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიოგრენის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის ავტოიმუნური სისტემური დაზიანება. დამახასიათებელია პათოლოგიურ პროცესში შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების, უმთავრესად სანერწყვე და საცრემლე ჯირკვლების ჩართვა და ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობა. დაავადების წარმოშობაში გარკვეული როლი ენიჭება ვირუსულ ინფექციასა და გენეტიკურ წინასწარგანწყობას. დაავადების გამოვლინებებია: მშრალი კერატოკონკიუნქტივიტი მუდმვი წვის შეგრძნებით, თვალებში უცხო სხეულის შეგრძნება, ცრემლის გამოყოფის

Read More

შეწოვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეწოვა – უჯრედული მემბრანების გავლით უჯრედში ნივთიერებების შეღწევის აქტიური ფიზიოლოგიური პროცესი, ხოლო უჯრედებიდან – ორგანიზმის შიგა გარემოში. შეწოვა ხორციელდება წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, პირის ღრუსა და კუჭის ლორწოვანი გარსების ზედაპირიდან, სასუნთქი გზებიდან და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა