Tag Archives: Semcivneba

ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩრდილოაზიური ტკიპისმიერი რიკეტსიოზი – (სინ.: ტკიპისმიერი პარტახტიანი ტიფი)   მწვავე ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება პირველადი აფექტის არსებობით, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდებითა და მტკივნეულობით, გავრცელებადი პოლიმორფული გამონაყრით. გამომწვევია Rickettsia sibirica; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 2  –  დან 7 დღემდე, ხშირად 3  –  6 დღეს. პროდრომულ პერიოდში აღინიშნება სისუსტე, დაღლილობა, გაურკვეველი

Read More

შისტოსომოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შისტოსომოზები – ტროპიკული ჰელმინთოზი, რომელსაც იწვევს ტრემატოდები. ადამიანის დასნებოვნება შისტოსომების ლავრებით ხდება ბანაობისას, თეთრეულის რეცხვის და წყალთან სხვა კონტაქტების დროს. ლავრის ჩანერგვის ადგილზე ვითარდება დერმატიტი. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ ვითარდება შისტოსომოზის ზოგადი სურათი: ცხელება, თავის ტკივილი, ტკივილები ზურგსა და კიდურებში, შემცივნება, ოფლიანობა, ჭინჭრის ცხელება, შესაძლებელია სუნთქვისა და გულ

Read More

შემცივნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემცივნება – სიცივის შეგრძნება, რასაც თან ახლავს ,,ბატის კანის” წარმოქმნა და კუნთების კანკალი, რომელიც წარმოიქმნება სხეულის ტემპერატურის სწრაფი მომატებისას ან გაცივების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად

Read More

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More