Tag Archives: Semcvelobis

ციტოპენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოპენია – სისხლის მოცულობით ერთეულში გარკვეული უჯრედების შემცველობის შემცირება ნორმასთან შედარებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1963). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ცილოვანი სპექტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილოვანი სპექტრი – სისხლის პლაზმის ცილოვანი შემადგენლობის და ცალკეული ცილოვანი ფრაქციების რაოდენობრივი თანაფარდობის დახასიათება; ცილოვანი სპექტრის განსაზღვრა საშუალებას იძლევა ჰიპო – და ჰიპერპროტეინემიის ცალკეული სახეების, ასევე იმ დაავადებების დიაგნოსტირებისა, რომელთა დროს არ აღინიშნება ცილის საერთო შემცველობის ცვლილება სისხლის პლაზმაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

ცერულოპლაზმინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერულოპლაზმინი – სისხლის პლაზმის მეტალოპროტეიდი, რომელიც მიეკუთვნება ალფა – გლობულინებს, შეიცავს სპილენძს და გაჩნია დამჟანგავი ფერმენტის თვისებები; სისხლის პლაზმაში ცერულოპლაზმინის შემცველობის დაქვეითება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰეპატოცერებრული დისტროფიის პათოგენეზში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული მარილოვანი გამოფიტვა – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ნატრიუმის შემცველობის დაქვეითებით სისხლში, ჰიპოვოლემიის ფონზე. წარმოიქმნება სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დროს, ან ქალა – ტვინის მძიმე ტრავმის დროს. მისი კორექცია ითვალისწინებს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის შეყვანას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა