Tag Archives: SeSupebebiT

ქრონიკული ნეფრიტი

ქრონიკული ნეფრიტი – დაავადება თირკმლების პარენქიმის ორმხრივი დაზიანებითა და მათი ფუნქციების თანდათანობითი შემცირებით. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად, ზოგჯერ გამწვავებებით, ხშირად ხასიათდება ხანგრძლივი, მრავალწლიანი მიმდინარეობით. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება ჰუმორული და უჯრედული იმუნიტეტის დარღვევებს; განასხვავებენ ქრონიკული ნეფრიტის რამდენიმე ვარიანტს. ჰიპერტონული ტიპის ნეფრიტი ხასიათდება არტერიული წნევის მომატებით და შარდში ცვლილებებით (პროტეინურია, ცილინდრურია), რომლებიც შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული. ჩივილები

Read More

ტრიკუსპიდალური უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური უკმარისობა – – გულის მანკი: სამკარიანი სარქვლის საგდულების არასრული დახურვა, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას მარჯვენა პრკუჭიდან  მარჯვენა წინაგულში მისი სისტოლის დროს; როგორც წესი, კომბინირებულია გულის სხვა მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვითა და პულსაციით, ღვიძლის გადიდებითა და პულსაციით, შეშუპებებით, გულის მარჯვენა ნაწილის გადიდებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევით.

Read More

ტრიკუსპიდალური სტენოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური სტენოზი – გულის მანკი: მარჯვენა წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის შევიწროება, აღინიშნება უმთავრესად რევმატიზმის დროს, იშვიათად ინფექციური რევმოკარდიტის დროს ან თანდაყოლილია. როგორც წესი შერწყმულია მიტრალურ და აორტალურ სარქვლების მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვით, ღვიძლის გადიდებით, შეშუპებებით, მარჯვენა წინაგულის გადიდების ნიშნებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიით. მკურნალობა – ქირურგიულია. გაფრთხილება!

Read More

სიმაღლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სიმაღლის დაავადება – ვითარდება დიდ სიმაღლეებზე ასვლისას (4000 მ – ზე ზევით; ჟანგბადით სუნთქვისას – 12 000 მ – ზე). განპირობებულია შესუნთქულ ჰაერში ჟანგბადის პარციალური წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით. ვლინდება საერთო სისუსტით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, გულისწასვლით, გულისრევით, ტკივილით ყურებში, ფილტვებისა და ტვინის შეშუპებებით და სხვ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

ნეფროპათია ორსულთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეფროპათია ორსულთა – ორსულთა ტოქსიკოზის ფორმა, რომელიც ხასიათდება შეშუპებებით, არტერიული ჰიპერტენზიითა და (ან) პროტეინურიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა