Tag Archives: SeuZlebeli

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ტოპალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოპალგია – ტკივილი სხეულის მკაცრად განსაზღვრულ ნაწილში, რომელიც შეუძლებელია აიხსნას ადგილობრივი პათოლოგიით ან ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებით; ფსიქოგენური ტკივილის ვარიანტი, რომელიც აღინიშნება ისტერიული ნევროზის მქონე ავადმყოფებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სტაფილომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტაფილომა – (ბერძ. staphyle – ყურძნის მტევანი) გათხელებული რქოვანას ან სკლერის გამობერვა. რქოვანას სტაფილომა წარმოიქმნება უხეში დესტრუქციული  ცვლილებების ფონზე, რომელიც ვითარდება წყლულოვანი კერატიტის  ან კერატომალაციის შედეგად. გამობერვა შესაძლოა იმდენად გამოვიდეს თვალის ნაპრალიდან, რომ ქუთუთოს დახუჭვა შეუძლებელი გახდეს, რის გამოც მისი ზედაპირი შრება, თანდათანობით ღებულობს კანის სახეს, ხშირად

Read More

სომატური უჯრედების გენეტიკა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური უჯრედების გენეტიკა – –  გენეტიკის დარგი, რომლის კვლევის ობიექტია ძუძუმწოვრების (მ. შ. ადამიანის), ამფიბიების, თევზების, მწერების, აგრეთვე უმაღლესი მცენარეების კულტივირებული სომატური უჯრედები (სუ). მის დაფუძნებაში დიდი როლი ითამაშა მიკროორგანიზმთა გენეტიკის მეთოდების დანერგვამ (მაგ. კულტ. პირობებში ცალკეული უჯრედიდან შთამომავლობის მიღება: სელექტიურ არეზე განსხვავებული გენოტიპის უჯრედთა გადარჩევა; უჯრედთა

Read More

საყლაპავის შევიწროება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავის შევიწროება – (ქირურგ.) უხშირესად აღინიშნება მჟავების ან ტუტეების მიღების შემდეგ საყლაპავის დამწვრობის შედეგად, აგრეთვე საყლაპავის კიბოს დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადმყოფები უჩივიან საკვების ყლაპვის გაძნელებას. თავდაპირველად ძნელდება მკვრივი, მოცულობითი, ცუდად დაღეჭილი საკვების ყლაპვა, შემდგომ თანდათანობით ძნელდება თხიერი საკვების მიღებაც. ძალიან მძიმე შემთხვევებში, გაძნელებულია წყლის ყლაპვაც კი. ავადმყოფი

Read More