არიბოფლავინოზი

განმარტებითი ლექსიკონი არიბოფლავინოზი – სიმპტომების რიგი,რომელიც ვითარდება ადამიანის ორგანიზმში რიბოფლავინის (В2 ვიტამინის) დეფიციტის დროს.მათ მიეკუთვნება ენის და ტუჩების ანთება და პირის კუთხეებში მტკივნეული წყლულები.

ალოპათია

განმარტებითი ლექსიკონი ალოპათია – (ჰომეოპათურ მედიცინაში) მედიცინის ტრადიციული სისტემა,რომელშიც მკურნალობისთვის გამოიყენება სამკურნალო პრეპარატები,რომლებიც ქმნიან ავადმყოფის ორგანიზმში დაავადების მიერ გამოწვეული  მდგომარეობის ანტაგონისტურ მდგომარეობას.ამის შედეგად  კი დაავადების სიმპტომები  შესუსტდება ან სრულიად გაივლის.  

ალექსითიმია

განმარტებითი ლექსიკონი ალექსითიმია – საკუთარი ემოციების და გუნების ფსიქოლოგიური გაგების გაძნელება.ზოგიერთი ფსიქიატრი დარწმუნებულია იმაში,რომ ეს არის ფსიქოსომატური სიმპტომების განვითარების ერთ-ერთი გზა.  

ასიმპტომური

განმარტებითი ლექსიკონი ასიმპტომური – დაავადების მდგომარეობა,რომლის დროსაც არ აღინიშნება არანაირი სიმპტომი.  

წყლულის ,,ნიშა”

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულის ,,ნიშა” – რენტგენოლოგიური სიმპტომი, რომელიც დამახასიათებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისათვის. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა