Tag Archives: siTxis

წყალმანკი

წყალმანკი – ორგანიზმის სეროზულ ღრუებსა და ორგანოებში არაანთებითი სითხის (ტრანსუდატის) დაგროვება. ახასიათებს სხეულის ნაწილების შეშუპება. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წამწამოვანი სხეული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წამწამოვანი სხეული – (corpus ciliare ლათ.cilium – წამწამი) თვალის სისხლძარღვოვანი გარსის წარმონაქმნი. წამწამოვანი კუნთის მეშვეობით მონაწილეობს ბროლის სიმრუდის შეცვლაში. ამოფენილია თვალშიგა სითხის სეკრეციის უნარის მქონე ერთშრიანი ეპითელიუმით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) 2.  თვალის ნაწილი, რომელიც თვალის უკანა კამერაში გამოყოფს

Read More

ცისტინურია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინურია – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც გამოწვეულია თირკმელებში 4 ამინომჟავას (ცისტინი, ლიზინი, არგინინი, ორნიტინი) უკუშეწოვის დარღვევით, რაც იწვევს შარდში ცისტინის კონცენტრაციის მომატებას. მიმდინარეობს პიელონეფრიტით, შარდის კენჭების წარმოქმნით. მკურნალობა: სითხის დღე – ღამური მოხმარების გაზრდა, შარდის გატუტიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ცერებრულ – მედულური სიმახიჯის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრულ – მედულური სიმახიჯის სინდრომი – კრანიოცერვიკული მიდამოს განვითარების მანკი, რაც გამოიხატება კეფის დიდი ხვრელის შევიწროებით და ხერხემლის ზედა ნეწილის დეფორმაციით. ამას თან ახლავს ტვინის ღეროსა და ნათხემის ჩაჭედვა დასახელებულ მიდამოში. კლინიკურდ აღინიშნება ნათხემისა და თავის ტვინის X – XI წყვილი ნერვების დაზიანების ნიშნები. ზიანდება აგრეთვე კისრის

Read More

ცერებროსპინური სითხე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროსპინური სითხე – თხიერი გარემო, რომლითაც ავსებულია სუბარაქნოიდული სივრცე, რომელიც გარს ერტყმის თავისა და ზურგის ტვინს, ასევე მათ შიგა ღრუებს. განუწყვეტლივ გამომუშავდება თავის ტვინის პარკუჭებში. მისი საერთო მოცულობაა 150 მლ, დღე – ღამეში გამომუშავდება დაახლოებით 500 მლ. ასრულებს გარკვეულ როლს: ამარაგებს ნერვულ ქსოვილს საკვები და სხვა აუცილებელი

Read More