Tag Archives: T

ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტოქსიკური T – ლიმფოციტები – (T – lymphocyti cytotoxici) – ლიმფოციტები, რომელთა პროლიფერაცია და დიფერენცირება ეფექ­ტორულ უჯრედებად მიმდინარეობს პერიფერიულ სისხლმბად ორგა­ნოებში ანტიგენის მოქმედების საპასუხოდ. უზრუნველყოფენ ორგანიზ­მის შიგა გარემოს გენეტიკურ მუდმივობას – შლიან უცხო უჯრედებს უშუალოდ (ცვლიან მათი ციტოლემის შეღწევადობას) ან ლიმფო­კინების – მედიატორების გამოყოფის მეშვეობით. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

შეგრენ – ლარსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგრენ – ლარსონის სინდრომი – (K. G. T. Sjogren, შვედი ფსიქიატრი)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ექტოდერმული დისტროფიების ჯგუფს  ნევროლოგიური გამოვლინებებით და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით – თანდაყოლილი იქთიოზი, ოლიგოფრენია, კიდურების სპასტიკური ტეტრაპარეზი. კლინიკური სურათი ხასიათდება თანდაყოლილი იქთიოზის შერწყმით ოლიგოფრენიასთან და სპასტიურ ტეტრაპარეზთან. კანის ცვლილებები ჩნდება დაბადებისთანავე; აღინიშნება

Read More

ქრომოცენტრები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომოცენტრები – (chromocentra ბერძნ.chroma  –  ფერი და ლათ.centrum  –  ცენტრი)  უჯრედის ბირთვებში ქრომატინის მსხვილი ბელტები, რომელთაც ეწოდებათ აგრეთვე პროქრომოსომები , ანუ კარიოსომები .  (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქრომაფინომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრომაფინომა – 1. (chromaffinoma) კატექოლამინპროდუცირებადი სიმსივნე, რომელიც ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერებიდან ან თირკმელზედა ჯირკვლის გარე ქრომაფინული ქსოვილიდან. ქრომაფინომები შედგებიან ქრომაფინური უჯრედებისაგან რომლებიც ახდენენ კატექოლამინების სეკრეციას – ადრენალინის, ნორადრენალინის და დოფამინის. დაავადების საწყისი ნიშნები არასპეციფიკურია; ავადმყოფები უჩივიან სისუსტეს, ტაქიკარდიას, თავის ტკივილებს, თვბრუსხვევას, ემოციურ არამდგრადობას, ოფლიანობას, მადის დაქვეითებას,

Read More

ფუნქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუნქცია – (ლათ. Functio – შესრულება, მოქმედება)1. მიმართებათა მოცემულ სისტემაში რაიმე ობიექტის თვისებათა გარეგანი გამოვლენა. მაგ. გრძნობის ორგანოთა ფუნქციები ორგანიზმში, სახელმწიფოს ფუნქციები საზოგადოებაში და ა. შ. 2. მათემატიკაში და ლოგიკაში ფუნქციად იწოდება  ოპერაცია, რომელიც რაიმე კლასის თითოეულ ელემეტს შეუფარდებს სხვა კლასის სრულიად გარკვეულ ელემენტს. ფუნქციის განსაზღვრებათა სფეროს

Read More