Tag Archives: Tanamedrove

ცენტროსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროსომა – (centrosoma ლათ. centrum – ცენტრი და ბერძნ. soma, somatos – სხეული) უჯრედის ორგანოიდი, რომელსაც ეწოდება უჯრედის ცენტრი . იგი შედგება ერთი, ან უფრო ხშირად, ორი ცენტრალური სხეულაკისაგან – ცენტრიოლებისაგან , რომელთაც გარს ეკვრის ნათელი ციტოპლაზმა – ცენტროსფერო . ტერმინს „ცენტროსომა“, რომელიც შემოიღო ბოვერიმ (1888), საკმაოდ

Read More

ცდისეული მეცნიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცდისეული მეცნიერება – მეცნიერების სახე, რომლის შედეგები ცდის მონაცემების განზოგადებითაა მიღებული და მათი ემპირიული შემოწმება პრინციპულად შესაძლებელია. ცდისეული მეცნიერება ძირითადად ემყარება ექსპერიმენტის ჩატარებას, მისი შედეგების დაკვირვებას, აღწერასა და ინდუქციას. ცდისეული მეცნიერების შინაარსი ალბათურია და ცდის სრულყოფის კვალობაზე იცვლება. ცდისეული მეცნიერება განსხვავდება თეორეტ. მეცნიერებისაგან, რომელიც თავის დებულებებს აფუძნებს

Read More

ქონდრიოსომები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრიოსომები – (chondriosomata ბერძნ.chondros  –  მარცვალი და soma, somatos  –  სხეული)  –  მიტოქონდრიები  უჯრედის ორგანოიდის, ე.წ.ქონდრიომის განაწევრები, რომლებიც ასრულებენ უჯრედის სასუნთქი ცენტრებისა და ენერგიის აკუმულატორების როლს. უჯრედის ამ სტრუქტურული კომპონენტების აღსანიშნავად თანამედროვე ლიტერატურაში უფრო ფართოდ ხმარობენ ტერმინს „მიტოქონდრიები“, ვიდრე „ქონდრიოსომებს“. ტერმინი „ქონდრიოსომა“ შემოიღო (1902) ბენდამ. (ც. გაჩეჩილაძე,

Read More

ფონოკარდიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფონოკარდიოგრაფია – ხმიანობის გრაფიკული რეგისტრაციის მეთოდი, რომელიც წარმოიქმნება გულის მუშაობისას; გამოიყენება გულის მანკების სადიაგნოსტიკოდ. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება შედარებით იშვიათად გულის დაავადებების უფრო მეტად ინფორმაციული ულტრაბგერითი მეთოდების განვითარებასთან დაკავშირებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

უწყვეტი სამედიცინო განათლება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უწყვეტი სამედიცინო განათლება – დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული მომზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ –

Read More