ცისტინოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცისტინოზი – მემკვიდრეობითი დაავადება: ამინომჟავების ცვლის დარღვევა, რაც იწვევს ლეიკოციტებში, რქოვანაში, ძვლის ტვინში, ღვიძლში, ელენთაში ცისტინის დაგროვებას. დაავადება ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით, ძვლების რაქიტისმაგვარი ცვლილებებით, მხედველობის დარღვევებით, ღვიძლის პროგრესირებადი უკმარისობით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …

ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრული ამილოიდური ანგიოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა: ამილოიდური ცილის ჩალაგება ტვინის წვრილი სისხლძარღვების კედელში. სისხლძარღვების შევიწრების შედეგად ვითარდება ტვინის იშემიური დაზიანება, ხოლო მათი გასკდომისას – სისხლჩაქცევა ტვინში. განსაკუთრებით ხშირად ვლინდება ალცჰეიმერით დაავადებულებში. გაფრთხილება! Read More …

შუამდებარე ტვინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუამდებარე ტვინი – თავის ტვინის ღეროს ნაწილი, რომელშიც შედის მხედველობის ბორცვი (თალამუსი), მხედველობის ბორცვუკანა მიდამო (მეტათალამუსი), მხედველობის ბორცვქვეშა მიდამო (ჰიპოთალამუსი), მხედველობის ბორცვზედა მიდამო (ეპითალამუსი) და სუბთალამური მიდამო (სუბთალამუსი). შუამდებარე ტვინში მდებარეობს ვეგეტატიური Read More …

შილინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შილინგის სინდრომი – შილინგის ტიპის მონოციტული ლეიკემია, რეტიკულოენდოთელიოზის ნაირსახეობა  –  პერიფერიულ სისხლში პათოლოგიური მონოციტების მსგავსი რეტიკულური უჯრედები.  ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, კანსა და ლორწოვან გარსზე სისხლჩაქცევები ან ნეკროზები, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი (ბევრია რეტიკულური უჯრედების Read More …

ტუბეროზული სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტუბეროზული სკლეროზი – მემკვიდრეობითი დაავადება ფაკომატოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება თავის ტვინში გლიის სიმსივნური ზრდით. ვლინდება ტრიადით – პროგრესირებადი ჭკუასუსტობით, ეპილეფსური გულყრებით და სახის ქონის ჯირკვლების პიგმენტური ადენომებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

ტოქსოპლაზმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტოქსოპლაზმა – (Toxoplasma), პარაზიტული უმარტივესების გვარი კოქციდიების რიგისა. შეიცავს ერთ სახეობას T. gondii. ტოქსოპლაზმა სასიცოცხლო ციკლს გადის კატისნაირთა ნაწლავებში, სადაც ცისტოზოიდიდან წარმოიქმნება კვერცხისებრი ფორმის ოოციტა, რომელიც შეიცავს 2 სპორას, თითოეული კი 4 Read More …

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის – )  –  ვითარდება მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ხშირად 50 – 55 და 5 – 10 წლის ასაკში. 15 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში თავის ტვინის ავთვისებიანი Read More …

ტვინის ინფარქტი

ტვინის ინფარქტი – – თავის ტვინში იშემიური ნეკროზის კერა, რომელიც გამოწვეულია მისი სისხლმომარაგების შეწყვეტით, არტერიის დაცობის შედეგად. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტვინის ინსულტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტვინის ინსულტი – ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე მოშლილობა. ეტიოლოგია, პათოგენეზი. უმრავლეს შემთხვევებში ინსულტი წარმოადგენს ჰიპერტონული დაავადების და ათეროსკლეროზის გართულებას, იშვიათად განპირობებულია გულის სარქვლოვანი აპარატის დაავადებებით, მიოკარდის ინფარქტით, ტვინის სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიებით, ჰემორაგიული სინდრომებით Read More …

ტეა – საქსის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტეა – საქსის დაავადება – მემკვიდრეობითი ნეირომეტაბოლური დაავადება, რომელიც უკავშირდება თავის ტვინში განგლიოზიდ Gm2 დაგროვებას. ხშირად აღინიშნება აღმოსავლეთ ევროპელ ებრაელებში. ვლინდება სიცოცხლის პირველ  3 – 6 თვეს. დამახასიათებელია აპათია, მომატებული მოძრაობითი რეაქციები Read More …

სუნთქვის ცენტრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სუნთქვის ცენტრი – ნერვული წარმონაქმნი მოგრძო ტვინში, რომელიც უზრუნველყოფს სასუნთქი  კუნთების კოორდინირებულ რიტმულ მოქმედებას და სუნთქვის შეგეუებას ორგანიზმის გარე და შინაგანი გარემოს ცვლილებებთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა Read More …

სპინოცერებელარული დეგენერაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპინოცერებელარული დეგენერაცია – (degeneratio spinocerebellaris; ანატ. medulla spinalis ზურგის ტვინი + cerebellum ნათხემი) ზურგის ტვინში ნათხემოვანი გზების დისტროფია; ხშირია მემკვიდრეობითი დაავადებების დროს (ფრიდრეიხის დაავადება და სხვ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო Read More …

სკლეროზი გაფანტული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სკლეროზი გაფანტული – ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომლის დროსაც თავსა და ზურგის ტვინში წარმოიქმნება სკლეროზული ბალთების მრავალრიცხოვანი კერები; ვლინდება პარეზებით, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევით, შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული Read More …

სირინგომეზენცეფალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სირინგომეზენცეფალია – თავის ტვინის განვითარების ანომალია, რომელიც ხასიათდება გლიური ღრუს წარმოქმნით შუა ტვინში. კლინიკურად შესაძლოა გამოვლინდეს პროგრესირებადი მგრძნობიარე და მამოძრავებელი დარღვევებით, მათ შორის პერკინსონიზმით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები Read More …

სირინგობულბია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სირინგობულბია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ცერებროსპინური სითხით ავსებული სიგრძივი ღრუს არსებობით მოგრძო ტვინში. კლინიკურად ვლინდება თანდათანობით მზარდი მგრძნობელობის ერთმხრივი ან ორმხრივი დარღვევით სახეზე, ნისტაგმით, ყლაპვის, მეტყველების  დარღვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული Read More …

სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი – ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს როგორც გულის (პირველ რიგში ენდოკარდიუმის), ასევე სხვა შინაგანის ორგანოების დაზიანებით. ენდოკარდიტი უფრო ხშირად უვითარდებათ გულის რევმატიული ან თანდაყოლილი მანკებით (მათ შორის ოპერაციის შემდგომი), Read More …

სეროტონინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეროტონინი – ამინომჟავა ტრიპტოფანის წარმოებული, რომელიც შედის თავის ტვინში, ნაწლავში, კუჭქვეშა ჯირკვალში, თრომბოციტებში, პოხიერ უჯრედებში. აქვს ძლიერად გამოხატული სისხლძარღვთა შემავიწროებელი მოქმედება, წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ – ერთ ძირითად მედიატორს. გაფრთხილება! ბმულები: Read More …

სანფილიპოს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სანფილიპოს დაავადება – (S. J. Sanfilippo, ამერიკ. პედიატრი)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც წარმოადგენს მუკოპოლისაქარიდოზების ერთ  –  ერთ ფორმას და განპირობებულია  გლიკოზამინოგლიკან – ჰეპარანსულფატის ცვლაში მონაწილე სხვადასხვა ფერმენტების უკმარისობით. ცნობილია დაავადების სამი ტიპი: პირველი ტიპის Read More …

საბინის ტრიადა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საბინის ტრიადა – ფსევდოტოქსოპლაზმოზი. სერონეგატიური ტოქსოპლაზმოზის კლინიკური განსაზღვრა (ეგრეთ წოდებული ფსევდოტოქსიპლაზმოზი), რომლის დროსაც ნიშნები შეეფარდება კლასიკური ტოქსოპლაზმოზის სურათს. კლინიკა: ტრიადა – ჰიდროცეფალია, ქორიორეტინიტი და გაკირული კერები ტვინში. გარდა ამისა, აღინიშნება ენოფტალმი, მიკროფტალმი, Read More …

რუსტიცკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსტიცკის დაავადება – მიელომური დაავადება, მრავლობითი მიელომა, პლაზმურუჯრედოვანი პარაპროტეინემიული რეტიკულოზი, პლაზმოციტომა, ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება. გვხვდება 40 წელს გადაცილებული ასაკის ორივე სქესის წარმომადგენლებში. დამახასიათებელია ოსალგია, ძვლების პათოლოგიური მოტეხილობა, ნორმოქრომული მიკროციტული ანემია, ერთმანეთზე დაწყობილი Read More …

რედემეკერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედემეკერის სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომლის დროსაც აღინიშნება ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ლიმფური კვანძების ჰიპერპლაზია და სისხლის პროტეინების არასრულფასოვნება. დაავადება ვლინდება ძუძუმწოვარა ბავშვებში პიოდერმიით, ეგზემით, ჰემორაგიული დიათეზით, აგრეთვე სხვა ნიშნებით: ქრონიკული ოტორეით, ბრონქოპნევმონიით  –  Read More …

რეგიონალური სისხლის მიმოქცევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეგიონალური სისხლის მიმოქცევა  – 1. (ლათ. Regio უბანი,  მიდამო) სისხლის მიმოქცევა ორგანოებსა და ქსოვილებში (ტვინში, გულში, თირკმელებში, ნაწლავებში, ჩონჩხის კუნთებში და სხვ.) 2. სისხლის მიმოქცევა ცალკეულ ორგანოებსა და ქსოვილებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …

პროგერია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პროგერია – (ბერძ. Progerus ნაადრევად დაბერებული; სინ.: ნაადრევი დაბერება) ორგანიზმის პათოლოგიური ნაადრევი დაბერება. განასხვავებენ პროგერიას ბავშვებსა და მოზრდილებში. პროგერია ბავშვებში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. პათომორფოლოგიურად ყველაზე მეტი ცვლილებები აღინიშნება გულ – სისხლძარღვთა სისტემაში Read More …

პაუტრიერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაუტრიერის დაავადება – ლიპოიდომელანოზური რეტიკულოზი, ლიპომელანოზური რეტიკულოზი. აღინიშნება პირველადი რეტიკულოჰისტიოციტური პროლიფერაცია შემდგომი (მეორადი) ქოლესტერინის ცვლის დარღვევით. ეკუთვნის ჭეშმარიტ რეტიკულოჰისტიოციტოზს. დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება, შემცივნება, ოფლიანობა, კანის ქავილი, პოლილიმფადენოპათია, სპლენომეგალია, ერითროდერმია, პაპულოზური ეგზანთემა, პიგმენტაცია, Read More …

ოსლერ – რანდიუს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსლერ – რანდიუს დაავადება – (W. Osler, ინგლ. ექიმი; სინ.: ოსლერის დაავადება, ჰემორაგიული ანგიომატოზი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება წვრილი სისხლძარღვების (ვენულებისა და კაპილარების) ლოკალური გაფართოებით მათი სტრუქტურული არასრულფასოვნების გამო და ჰემორაგიების გამოვლინებებით. Read More …

ოვრენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოვრენის სინდრომი – ძვლის ტვინის ინფექციურ – ალერგიული აპლასტიკური მდგომარეობა. დაავადება იწყება მწვავედ. ნიშნები: მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ღებინება, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ელენთის გადიდება, ანაფილაქტოიდური პურპურა. სისხლში ანემია, სფეროციტოზი, ლეიკოპენია, Read More …

ნიშამენის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიშამენის დაავადება – ნიშამენის სინდრომი. თანდაყოლილი ოჯახური პოლიციტემია. მემკვიდრეობითი პოლიციტემიის იშვიათი ფორმა, შესაძლოა გადაცემის ავტოსომურ – დომინანტური ტიპი. კანისა და ლორწოვანი გარსების ინტენსიური მოწითალო – მოლურჯო შეფერვა. ადგილი არა აქვს არც სისხლძარღვთა, Read More …

ნიმან – პიკის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიმან – პიკის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება ლიპიდოზების ჯგუფიდან: დაკავშირებულია ფერმენტ სფინგომიელინაზის უკმარისობასთან და სფინგომიელინის და სხვა ლიპიდების დაგროვებასთან ღვიძლში, ელენთაში, ლიმფურ ძარღვებში, ძვლის ტვინში, მოგვიანებით თავის ტვინში. ვლინდება ბავშვობის ასაკში ფსიქომოტორული Read More …

ნეიტროპენიები მემკვიდრეობითი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიტროპენიები მემკვიდრეობითი – (ნეიტრო{ფილები} + ბერძ. Penia სიმწირე) დაავადებათა ჯგუფი, რომელთა ძირითადი ნიშანია სისხლში და ძვლის ტვინში ნეიტროფილების რიცხვის მუდმივი ან პერიოდულად მკვეთრი დაცემა. მიაკუთვნებენ იშვიათ დაავადებებს. მუდმივი ნეიტროპენია ხასიათდება განმეორებადი ინფექციური Read More …

ნეირონული ცეროიდ – ლიპოფუსცინოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონული ცეროიდ – ლიპოფუსცინოზები – მემკვიდრეობითი ნეირომეტაბოლური დაავადებების ჯგუფი, რომლებიც დაკავშირებულია ლიზოსომების ცილების სინთეზის დარღვევასთან. ხასიათდება ავტოფლუორესცენტული ლიპიდშემცველი პიგმენტების დაგროვებით ნერვულ სისტემის უჯრედებში, ლორწოვან გარსებში, კუნთებში, ძვლის ტვინში, ღვიძლში, თირკმელებში, ლიმფურ კვანძებში. Read More …