Tag Archives: ujredebSi

ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი უჯრედები (ლიპოციტები) – (cellulae adiposae / lipocyti – adipocyti / ) – ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმის მარაგს. ჩვეულებრივ, ამ უჯრედებში ცხიმოვანი ჩანართები ქმნის ერთ დიდ წვეთს, გარშემოკრულს ციტოპლაზმის ვიწრო ფერსოთი, რომელშიც პერიფერიაზე გადაადგილებული ჩხირისებრი ბირთვია (ერთწვეთიანი ადიპოციტი – adipocytus uniguttularis).

Read More

ცოცხისებრი ყაითან

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცოცხისებრი ყაითან – ზოგიერთი უჯრედის (მაგალითად, ნეფრონის მთავარი ნაწილის თირკმლის ეპითელიუმის უჯრედებში) ციტოპლაზმის აპიკალურ ზედაპირზე ჯაგრისის ბეწვის მსგავსად განლაგებული მრავალრიცხოვანი მიკროხაოების ერთობლიობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). ტერმინები შემოიღო ა.ნოვიკოვმა (1963). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ცილის ბიოსინთეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცილის ბიოსინთეზი – ცოცხალ უჯრედებში ამინომჟავებისაგან ცილების შენების პროცესი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შტრუბინგ – მარკიაფავას დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუბინგ – მარკიაფავას დაავადება – ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია  –  დაავადება ვითარდება სომატური მუტაციის შედეგად ღერძულ უჯრედებში, რასაც მივყავართ ერითროციტების ანომალიური პოპულაციების წარმოშობამდი. მათ ახასიათებს უჯრედული მემბრანის მომატებული მგრძნობელობა კომპლემენტისადმი. გამოვლინდება მუდმივი სისხლძარღვთა შიგნითა ჰემოლიზით, რომელიც ზოგჯერ ძლიერდება (უფრო ხშირად ღამით) ჰემოგლობინურიის წარმოშობამდე. სინონიმები: ჰარლეს დაავადება, მარკიაფავა –

Read More