ჰიპერქრომატიზმი

განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომატიზმი – ზოგიერთი უჯრედის (მაგალიათად, სიმსივნური უჯრედების) ბირთვების  სხვა,ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო ძლიერად შეღებვის უნარი.

ჰეპატოტოქსიური

განმარტებითი ლექსიკონი ჰეპატოტოქსიური – ღვიძლის უჯრედების დამაზიანებელი ან დამშლელი. ზოგიერთი სამკურნალო ნივთიერების გამოყენებამ (მაგალითად, პარაცეტამოლის) შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანება (განსაკუთრებით თუ ის გამოიყენება დიდ დოზებში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში).

ბაქტერი -,ბაქტერიო-

განმარტებითი ლექსიკონი ბაქტერი -,ბაქტერიო- -თავსართი,რომელიც  ბაქტერიებთან კავშირზე მიუთითებს.მაგალითად,ბაქტერიოლიზი – ბაქტერიული უჯრედების დაშლა.

აცენტრია

განმარტებითი ლექსიკონი აცენტრია – (გენეტიკაში) ქრომოსომა ან ქრომოსომის ფრაგმენტი ცენტრომერის გარეშე.იმის გამო,რომ ასეთ ქრომოსომას არ შეუძლია თითისტარას დაუკავშირდეს,იგი ჩვეულებრივ იკარგება უჯრედის გაყოფის პროცესში.ასეთი ქრომოსომები ხშირად ხვდებიან რადიაციის ზემოქმედების მყოფ უჯრედებში.

აუტოპლოიდია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოპლოიდია – ცოცხალი ორგანიზმის უჯრედების ნორმალური მდგომარეობა,რომლის დროსაც ყოველ უჯრედს გააჩნია ჰომოლოგიური წყვილების შემცველი ქრომოსომების კრებული,რომელიც აძლევს უჯრედს ნორმალურად გაყოფის საშუალებას.  

აუტოლიზი

განმარტებითი ლექსიკონი აუტოლიზი – ქსოვილების და უჯრედების დაშლა საკუთარი ფერმენტების ზემოქმედებით.  

აპუდომა

განმარტებითი ლექსიკონი აპუდომა – სიმსივნე,რომლის შემადგენლობაში შედიან აპუდ-უჯრედები;აპუდომის სიმპტომები დაკავშირებულია ამ უჯრედების მიერ ჰორმონების და სხვა პეპტიდების ჭარბ გამომუშავებასთან.

ამელობლასტომა

განმარტებითი ლექსიკონი ამელობლასტომა – ყბის ლოკალური ავთვისებიანი სიმსივნე.ითვლება,რომ ამელობლასტომა ვითარდება ამელობლასტებისგან,თუმცა სიმსივნის უჯრედები არ შეიცავენ მიმანქარს.

ამელობლასტი

განმარტებითი ლექსიკონი ამელობლასტი – უჯრედი,რომელიც პროდუცირებს კბილის მინანქარს;ქრება უშუალოდ კბილების ამოჭრამდე.  

სიმსივნური ანტიგენი

განმარტებითი ლექსიკონი სიმსივნური ანტიგენი – ცილა,რომელიც გამომუშავდება ავთვისებიანი უჯრედების მიერ.სისხლში მისი შემცვლელობა შეიძლება იყოს დადგენილი სისხლის ანალიზით.ეს ანალიზი გამოიყენება ავთვისებიანი მელანომის და  სიმსივნეების სხვა ზოგიერთი სახეობის დიაგნოსტიკისთვის მათი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიაზე,როდესაც ისინი კარგად ემორჩილებიან მკურნალობას.

კალციუმის ანტაგონისტი

განმარტებითი ლექსიკონი კალციუმის ანტაგონისტი – სამკურნალო ნივთიერება,რომელიც თრგუნავს  კალციუმის იონების მოხვედრას კარდიომიოციტებში და გლუვი მუსკულატურის უჯრედებში .გულის კუნთის შეკუმშვის ძალის დაქვეითებას ხელს უწყობს,გულის კუნთში იმპულსების გამტარობას ამცირებს და სისხლძარღვების გაგანიერებას იწვევს.კალციუმის ანტაგონისტებია ამლოდიპინი,დილტიაზემი,ნიკარდეპინი,ნიფედიპინი და ვერაპამილი,რომლებიც სტენოკარდიის მკურნალობისთვის და მომატებული სისხლსის წნევის დასაქვეითებლად Read More …

ციტოქიმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოქიმია – (cytochemia ბერძნ.cytos – უჯრედი და chemia – ქიმია) – ციტოლოგიის მიმართულება, რომლის ამოცანაა უჯრედში სხვადასხვა ნივთიერების ლოკალიზაციისა და უჯრედის განვითარების, ზრდისა და ფუნქციონირების პროცესში მათი ცვლილებების შესწავლა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. Read More …

ციტოფიზიოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოფიზიოლოგია – (cytophysiologia ბერძნ. cytos – უჯრედი, physis – ბუნება და logia – მოძღვრება, მეცნიერება) – ციტოლოგიის ნაწილი, რომელიც შეისწავლის უჯრედებისა და მათი სტრუქტურული კომპონენტების ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, Read More …

ციტოტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოტომია – (cytotomia ბერძნ. cytos – უჯრედი და tome – გაკვეთა, გაყოფა) ორ შვილეულ უჯრედად დედისეული უჯრედის დაყოფის პროცესი მიტოზის ტელოფაზაში. იხ.სინ.ციტოკინეზი, პლაზმოტომია, ციტოპლაზმოტომია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის Read More …

ციტოსპექტროფოტომეტრია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოსპექტროფოტომეტრია – (cytospectrophotometria ბერძნ. cytos – უჯრედი, ლათ. spectro – დანახვა, ხილვა, ბერძნ.phos, photos – სინათლე და metron – ზომა) –  უჯრედების ქიმიური შემადგენლობის შესწავლის მეთოდი, რომელიც დამყარებულია ამა თუ იმ ნივთიერების Read More …

ციტოსომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოსომა – (cytosoma ბერძნ.cytos – უჯრედი და soma, somatos – სხეული) უჯრედის სხეული, ანუ უჯრედის ციტოპლაზმური მასა. ტერმინი შემოიღო (1891) ჰეკელმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 Read More …

ციტომორფოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტომორფოლოგია – (cytomorphologia ბერძნ. cytos – უჯრედი, morphe – ფორმა და logia – მოძღვრება, მეცნიერება) ციტო­ლოგიის ერთ – ერთი ძირითადი მიმართულება, რომლის ამოცანაა უჯრედების სტრუქტურული ორგანიზაციის კანონზომიერებათა შესწავლა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. Read More …

ციტომერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტომერები – (cytomeri ბერძნ. cytos – უჯრედი და meros – ნაწილი) უჯრედების ნაწილები, რომლებიც ბირთვის ნივთიერების ნაწილებისაგან განსხვავებით მხოლოდ ციტოპლაზმისაგან, კარიომერებისაგან შედგებიან. ტერმინი შემოიღო ვულდეიერმა (1903). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის Read More …

ციტომემბრანები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტომემბრანები – (cytomembranae ბერძნ.cytos – უჯრედი და ლათ. membrana – გარსი, კანი) სხვადასხვა ტიპის უჯრედშიგა ციტოპლაზმური მემბრანები, რომლებიც უჯრედების ულტრასტრუქტურული ორგანიზაციის ძირითადი (გრანულურთან ერთად) ელემენტებია. ტერმინი შემოიღო შესტრანდმა (1955). შესტრანდის კლასიფიკაციით, არჩევენ Read More …

ციტოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოლოგია – (cytologia ბერძნ.cytos – უჯრედი და logia – მოძღვრება, მეცნიერება) ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს უჯრედების აგებულებას, ფუნქციისა და განვითარების კანონზომიერებებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 Read More …

ციტოლიმფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოლიმფა – (cytolympha ბერძნ.cytos – უჯრედი და lympha – ტენი) უჯრედის წვენი. ამ ტერმინს, რომელიც ჰეკელმა შემოიღო 1891 წელს, ახლა ნაკლებად იყენებენ. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი Read More …

ციტოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოლიზი – (cytolysis ბერძნ.cytos – უჯრედი და lysis – გახსნა) უჯრედების სიკვდილისშემდგომი ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებული მათი სტრუქტურული კომპონენტების მთლიან ან ნაწილობრივ გახსნასთან ჰიდროლიზური ფერმენტების მოქმედებით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და Read More …

ციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოზი – 1. (cytosis ბერძნ. cytos – უჯრედი) ნივთიერებათა შესვლა უჯრედში ან მისგან გამოსვლა არა დიფუზიის გზით, არამედ პინოციტოზისა და ფაგოციტოზის მეშვეობით. არჩევენ ენდოციტოზსა (ნივთიერებების შესვლას უჯრედებში) და ეგზოციტოზს (ნივთიერებების გამოსვლას უჯრედებში). Read More …

ციტოეკოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოეკოლოგია – (cytoecologia ბერძნ.cytos – უჯრედი, oikos – სახლი და logia – მოძღვრება, მეცნიერება) – ციტოლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის გარემოს პირობებთან უჯრედების ადაპტაციის (შეგუების) კანონზომიერებებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და Read More …

ციტოგენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოგენია – (cytogenia ბერძნ.cytos – უჯრედი და gonos – დაბადება) – მცენარეთა და ცხოველთა გამრავლების ხერხი ცალკეული უჯრედის მეშვეობით (ვეგეტატიური გამრავლებისგან განსხვავებით, რომელიც ხორციელდება უჯრედული კომპლექსების ხარჯზე). მრავალუჯრედოვან ორგანიზმებში ციტოგონიის ტიპური მაგალითია Read More …

ციტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტოგენეზი – (cytogenesis ბერძნ.cytos – უჯრედი და genesis – განვითარება) უჯრედების განვითარება. არჩევენ სქესობრივ და სომატურ ციტოგენეზს (იხ. ქვევით). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! Read More …

ციტობლასტომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტობლასტომა – (cytoblastoma ბერძნ.cytos – უჯრედი და blastos – ჩანასახი) – ფორმაწარმომქმნელი მასალა, რომლიდანაც, როგორც შეცდომით ფიქრობდნენ XIX საუკუნის შუა პერიოდის მკვლევარნი, წარმოიქმნება უჯრედები მათი თავისუფალი ხელახლა წარმოქმნის გზით. ტერმინი შემოიღო შლეიდენმა Read More …

ციტასტერები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტასტერები – (cytastri ბერძნ.cytos – უჯრედი და aster – ვარსკვლავი) უჯრედების ცენტრების ხელოვნურად ინდუცირებული დამატებითი ვარსკვლავები. ტერმინი შემოიღო ვილსონმა (1901). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) Read More …

ცირკულური ღარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცირკულური ღარი – (ლათ.circulare – წრის შემოვლება) წრიული ღარი, ანუ გადაზონრვა, რომლის საშუალებითაც მიტოზის ტელოფაზაში გაყოფადი უჯრედის ციტოპლაზმა იყოფა და ორი შვილეული უჯრედი წარმოიქმნება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის Read More …

ცენტროაცინური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცენტროაცინური უჯრედები – (cellulae centroacinosae ლათ.centrum – ცენტრი და acinus – უჯრედი, კენკრა) – პანკრეასის – კუჭუკანა ჯირკვლის ბოლო – ტერმინალური სეკრეციული ნაწილის (აცინუსის) ცენტრში მდებარე ჩასართავი ნაწილის უჯრედები. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. Read More …