Tag Archives: ukmarisoba

ჩიყვი ეპიდემიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩიყვი ეპიდემიური – აღინიშნება გარკვეულ გეოგრაფიულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში, სადაც გარემო პირობებში აღინიშნება იოდის უკმარისობა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შრედერის ჰემორაგიული მეტროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შრედერის ჰემორაგიული მეტროპათია – დიზოვარიული ჰემორაგიული დიათეზი, დიზოვარიული პურპურა, ჰემორაგიული მეტროპათია, ჰემორაგიული ”იუვენილური” მეტროპათია. სინდრომს საფუძვლად უდევს საკვერცხეების ფუნქციური უკმარისობა და ჰიპოფიზის წინა წილის გონადოტროპული ფუნქციის დარღვევა. გვხვდება ახალგაზრდა ქალებში და მიმდინარეობს ქრონიკულად. კლინიკურად დამახასიათებელია საშვილოსნოდან სისხლდენა. მენსტრუაციის გახანგრძლივება 1 – 2 კვირამდე, რის გამოც ავადმყოფს უვითარდება

Read More

შიხენის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შიხენის სინდრომი – ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზული უკმარისობა, რომელიც წარმოიქმნება მშობიარობისას არაკომპენსირებული მასიური სისხლდენისა და კოლაფსის შედეგად. არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა იწვევს ჰიპოფიზის წინა წილის  ანგიოსპაზმს, ჰიპოქსიასა და ნეკროზს; ვლინდება ლაქტაციის არარსებობით, ამენორეით, სასქესო ორგანოების ატროფიით, საერთო გამოფიტვით, დეპრესიით, ასთენიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები

Read More

შეიეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეიეს დაავადება – (H. G. Scheie, ამერ. ოფთალმოლოგი; სინ.: მეხუთე ტიპის მუკოპოლისაქარიდოზი, ულრიხ – შეიეს დაავადება, ჰურლენის გვიანი სინდრომი)მემკვიდრეობითი დაავადება მუკოპოლისაქარიდოზების ჯგუფიდან, რომელიც განპირობებულია ფერმენტ α – L – ინდურონიდაზის დეფექტით; ვლინდება მრავლობითი დეფორმაციებითა და კიდურების სახსრების მოძრაობის შეზღუდვით, რქოვანას შემღვრევით. დაავადების პირველი სიმპტომები ჩნდება სკოლის ასაკში.

Read More

შაგასის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შაგასის დაავადება – (C. Chages, ბრაზ. ექიმი; სინ.: ამერიკული ტრიპანოსომოზი)პროტოზოოზი, რომელიც ხასიათდება ცხელებით, ლიმფური კვანძების გადიდებით, კანზე ან კონიუნქტივაში პირველადი აფექტის გაჩენით, ზოგჯერ გულისა და ცენტრალური ნერვული სისტემის  მძიმე დაზიანებით. დაავადების გამომწვევია Trypanosoma cruzi Chages; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 5 – 14 დღეს. დაავადება იწყება შემცივნებით, თავის ტკივილით,

Read More