შტეინ – ლევენტალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტეინ – ლევენტალის სინდრომი – ორივე საკვერცხის გადიდება მათი კაფსულის გასქელებითა და ფოლიკულის ცისტოზური ატრეზიით. ვლინდება სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჰირსუტიზმით, სიმსუქნით, მენსტრუალური ციკლის დარღვევით, უნაყოფობით. სინდრომს საფუძვლად უდევს  თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ანდროგენების Read More …

ღვიძლის ექინოკოკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღვიძლის ექინოკოკი – (ქირურგ.) განასხვავებენ ორ ფორმას; ერთსაკნიანი და მრავალსაკნიანი ექინოკოკი. ერთსაკნიანი ექინოკოკის დროს ღვიძლში ვითარდება ერთი დიდი კისტა, მრავალსაკნიანის დროს – მრავალი წვრილი კისტები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ერთ დიდ კონგლომერატში. სიმპტომები, Read More …

ქოლესტაზი

ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება)  პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე Read More …

ქოლედოქოლითიაზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლედოქოლითიაზი – კენჭების არსებობა საერთო სანაღვლე სადინარში; წარმოადგენს ნაღვლკენჭოვანი დაავადბების ერთ – ერთ ხშირ გართულებას. შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, თუკი კენჭი არ ეწინააღმდეგება ნაღვლის დინებას, ან იწვევს მექანიკურ სიყვითლეს. დიაგნოზი დგინდება ულტრაბგერითი რენტგენოლოგიური Read More …

ფონოკარდიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფონოკარდიოგრაფია – ხმიანობის გრაფიკული რეგისტრაციის მეთოდი, რომელიც წარმოიქმნება გულის მუშაობისას; გამოიყენება გულის მანკების სადიაგნოსტიკოდ. თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება შედარებით იშვიათად გულის დაავადებების უფრო მეტად ინფორმაციული ულტრაბგერითი მეთოდების განვითარებასთან დაკავშირებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …