გენოტიპი

გენოტიპი – (genotypus ბერძნ.genos – დაბადება) უჯრედის ყველა მემკვიდრეობითი ფაქტორის ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ბირთვ­თან (იხ. გენომი), ისე ციტოპლაზმასთან (იხ. პლაზმოგენები). გენოტიპი ქმნის ორგანიზმის მემკვიდრეობით საფუძველს, რომელიც წინაპართა ფორმების განვითარების შედეგთა თავისებური „ანაბეჭდია“. (იხ.გენები, უჯრედის მემკვიდრულობა, მემკვიდრეობითი ინფორმაციის კოდი). Read More …

პალიგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პალიგენეზი – (paligenesis ბერძნ.palaios – ძველი, genesis – განვითარება) ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარების დროს პროცესთა კომპლექსი, რომელიც ასახავს წინაპართა მემკვიდრეობით მიღებული აგებულების ძირიადი ნიშნების გამეორებას, რეკაპიტულაციას. პალიგენეზური ნიშნები არეკლავს ორგანიზმის ფილოგენეზურ განვითარებას, ანუ Read More …