ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბრტყელი ჭიები – (Plathelminthes), პარაზიტი ან თავისუფლად მცხოვრები უხერხემლო ცხოველების ტიპი. სიგრძე 0,1 მმ – დან რამდენიმე მ აღწევს. სხეული ფოთლის ან ლენტისმაგვარია. ორგანოებს შორის არსებული შუალედები ამოვსებულია პარენქიმით, რის გამოც მათ პარენქიმულ ჭიებს უწოდებენ. ბრტყელი ჭიებს სხეულის ღრუ არა აქვთ, არც სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის ორგანოები
ლალი დათეშიძე ადამიანის კვერცხუჯრედი – (ovocytus hominis) მაღალსპეციალიზებული და მაღალორგანიზებული დიფერენცირებული უჯრედი (მეორადად იზოლეციტური ტიპისაა ოლიგოლეციტური). იგი მრგვალია. მისი დიამეტრი დაახლოებით 0, 15 მმ – ს შეადგენს. იწონის 3,10 მკგ – ს, შეიცავს ქრომოსომათა ჰაპლოიდურ რიცხვს და X – სასქესო ქრომოსომას, მოძრაობის უნარი არა აქვს. კვერცხუჯრედი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: 1. გადასცემს ჩანასახს ბირთვს, რომელიც შეიცავს