Tag Archives: xaxis

ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად

Read More

ყბისახლო აბსცესი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.

Read More

ქორეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორეა – (ბერძ. choreia – ცეკვა) კლინიკური სინდრომი: ჰიპერკინეზი, რომელიც ხასიათდება არარიტმული, ქაოსური, სწრაფი ბიძგების უწყვეტი ნაკადით, რომელშიც ჩართულია კიდურების, სახის, ხახის, ტანის სხვადასხვა კუნთოვანი ჯგუფები. განასხვავებენ გენერალიზებულ ქორეას და ჰემიქორეას. ავადმყოფი სიარულისას თითქოს ცეკვავს. მისი უშუალო მიზეზია ბაზალური განგლიების დაზიანება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More

ქალას ნერვები (თავის ტვინის ნერვები)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქალას ნერვები (თავის ტვინის ნერვები) – განასხვავებენ თავის ქალას 12 წყვილ ნერვს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან თავის ტვინთან. ადამიანის თავის ქალას ნერვებია: ყნოსვის, მხედველობის, თვალის მამოძრავებელი, ჭაღისებრი ნერვი, განმზიდველი ნერვი, სამწვერა ნერვი, სახის ნერვი, სმენის ნერვი, ენა – ხახის ნერვი, ცთომილი ნერვი, დამატებითი ნერვი, ენისქვეშა ნერვი. ქალას ნერვები

Read More

ფსევდობულბარული დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდობულბარული დამბლა – ხახის, ხორხის, ენის კუნთების დამბლა, რომელიც გამოწვეულია კორტიკობულბარული გზების ორმხრივი დაზიანებით. ვლინდება მეტყველების დარღვევით, ყლაპვის დარღვევით, ნაძალადევი სიცილითა და ტირილით, ორალური ავტომატიზმის რეფლექსებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა