უძილობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

უძილობის დროს გამოსაყენებლი საშუალებები ,,ამაზონზე”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

უძილობა – ეს არის ძილის დარღვევა; ხასიათდება არა მარტო არასაკმარისი ძილით, არამედ კარგად გამოძინების უუნარობით, ასევე მოიცავს ჩაძინების პრობლემებს, ძილის არასაკმარის ხანგრძლივობას ან ადრე გამოღიძებას, რომლის შემდეგ რთულია ხელახლა ჩაძინება.

უძილობის მიზეზები

  • არაკომფორტული გარემო, რომელშიც უნდა დაიძინოს ადამიანმა, მაგ: ხმაური, სიცივე ან სიცხე, ძალიან მაგარი ან რბილი საწოლი.
  • ცხოვრების წესისი შეცვლა, მაგ: მოგზაურობა, ახალ საცხოვრებელში გადასვლა
  • სტრესული სიტუაციები სახლში და სამსახურში
  • დაავადებები, რომლებიც იწვევენ ტკივილის სინდრომს, სუნთქვის გაძნელებას ან ხშირ შარდვას.
  • მოუსვენრობა, დეპრესია

სიმპტომები, მიმდინარეობა

თუკი ადამიანს არ შეუძლია სტრესულ სიტუაციაში ჩაძინება, ან უძილობა აღენიშნება წელიწადში რამოდენიმეჯერ, შეიძლება სცადოს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება. უძილობის განმეორებითი, ან დროში ხანგრძლივი ეპიზოდები, დაკავშირებულია დეპრესიასთან. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

რისი გაკეთება შეგიძლიათ უძილობის დროს?

უძილობა

შესაძლოა დაგჭირდეთ რამოდენიმე კვირა, რათა ჩამოაყალიბოთ ახალი, ბუნებრივი ძილ-ღვიძილის რეჟიმი. მიმართეთ ექიმს თუ ვერ შეამჩნევთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან რომელიმეს გაუმჯობესებას:

  • არ მიიღოთ ალკოჰოლი საღამოობით. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლს შეუძლია მცირე დროით მოხდინოს სედაციური მოქმედება ორგანიზმზე და ადამინმა საკმაოდ სწრაფად ჩაიძინოს, ამასთანავე ის ახდენს ზემოქმედებას ღრმა ძილის ფაზაზე. შეიძლება უცებ გაიღვიძოთ სედაციური ეფექტის დასრულებისთანავე.
  • არ მოწიოთ, განსაკუთრებით როცა წევხართ. ნიკოტინს აქვს მასტიმულირებელი მოქმედება, რომელიც არ მოგცემთ ჩაძინების საშუალებას და ხელს შეუშლის ნორმალურ ძილის პროცესს.
  • ნუ დალევთ ყავას საერთოდ ან შეამცირეთ მისი რაოდენობა. კოფეინი ორგანიზმში რჩება 12-24სთ. გახსოვდეთ, ყავის გარდა კოფეინს შეიცავს შოკოლადი, გაზიანი სასმელი და ჩაი. თუ თვლით, რომ თქვენი უძილობის მიზეზი კოფეინია, ნუ მიიღებთ მის შემცველ პროდუქტებს დაძინებამდე 12 სთ-ით ადრე.
  • ძილის დარღვევას იწვევს ზოგიერთი პრეპარატიც, მაგ: ურეცეპტო გაცივების საწინააღმდეგო წამლები, ფსევდოეფედრინის შემცველი პრეპარატებიც, რომლებიც ორგანიზმზე კოფეინის მსგავს მოქმედებას ახდენენ.
  • ნუ დანაყრდებით ძალიან უშუალოდ დაწოლის წინ, რადგან კუჭის გადავსები უსიამოვნო შეგრძნება ხელს უშლის ჩაძინებას. შემოიფარგლეთ მსუბუქი ვახშმით. შეიძლება ჭიქა თბილი წყლის ან ცივი რძის მიღება და ცოტა თაფლის, დარიჩინის ან ვანილის დამატებაც.
  • მიიღეთ აბაზანა დაძინებამდე 2-3სთ-ით ადრე. ეს მოხსნის კუნთების დაძაბულობას, თუმცა არ ღირს უშუალოდ დაწოლის წინ მიღება, რადგან შეიძლება ქონდეს მასტიმულურებელი ეფექტი.
  • რეგულარულად ივარჯიშეთ; ამით უფრო სწრაფად მოიხსნით დაძაბულობას და დილით იქნებით მხნედ. თუმცა თავი აარიდეთ ძილამდე რამოდენიმე სთ-ით ვარჯიშს, რათა ნერვული სისტემა არ სტიმულირდეს.
  • საძინებელში უნდა იყოს სიჩუმე და სიბნელე. ხმაურის შემთხვევაში გამოიყენეთ ყურის საცობები.
  • დასაძინებლად ოპტიმალური ტემპერატურაა 15.5-18.3 გრადუსი; ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლეიბი იყოს მოსახერხებელი.
  • მოერიდეთ დღისით წყვეტილ ძილს.
  • წაიკითხეთ რამოდენიმე წუთი შუქის ჩაქრობამდე.
  • არ დაძაბოთ გონება, არ იფიქროთ დღის განმავლობაში მომხდარ სტრესულ სიტუაციებზე, მოდუნდით და დაისვენეთ.

რისი გაკეთება შეუძლია ექიმს უძილობის დროს?

ექიმი დასაწყისში შეეცდება პრობლემის გადაჭრას არამედიკამენტოზური გზით. უკიდურეს შემთხვევაში, უძილობის მიზეზის განსაზღვრის შემდეგ ნიშნავს მკურნალობის კურსს ანუ საძილე საშუალებებს. არ მიიღოთ ასეთი საშუალებები ექიმის დანიშნულების გარეშე; აგრეთვე საძილე საშუალებები, რომლებიც იყიდება ურეცეპტოდ, რადგანაც ისინი დროებით ამსუბუქებენ მდგომარეობას, ხანგრძლივი მიღება კი იწვევს შეჩვევას. საჭიროების შემთხვევაში ექიმი გირჩევთ ფსიქიატრთან ვიზიტს. ნერვული სისტემის დაავადებები


უძილობაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

😴 უჩივით უძილობას?!
📍 უძილობა ძილის დარღვევაა, რომელიც ხასიათდება არა მარტო არასაკმარისი ძილით, არამედ კარგად გამოძინების უუნარობით.
⭕️ უძლობა აგრეთვე მოიცავს:
➡️ ჩაძინების პრობლემებს;
➡️ ძილის არასაკმარის ხანგრძლივობას;
➡️ ადრე გამოღიძებას, რომლის შემდეგ რთულია ხელახლა ჩაძინება
🔹 თუკი ადამიანს არ შეუძლია სტრესულ სიტუაციაში ჩაძინება ან უძილობა აღენიშნება წელიწადში რამდენიმეჯერ, შეიძლება სცადოს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება;
🔸 უძილობის განმეორებითი ან დროში ხანგრძლივი ეპიზოდები არის დეპრესიასთან დაკავშირებული, ამიტომ საჭიროა ექიმის კონსულტაცია
💬 რისი გაკეთება შეგიძლიათ უძილობის დროს? რა შეუძლია გირჩიოთ ექიმმა?
მიიღეთ პასუხები ამ და სხვა კითხვებზე – https://www.medgeo.net/2016/05/09/uziloba/


გამოგვყევით სოც. ქსელებში: