სქესობრივი პოტენცია 60 წლის მამაკაცებში

http://www.medgeo.net/2018/05/13/სქესობრივი-პოტენცია-60-წლი/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სქესობრივი პოტენცია 60 წლის მამაკაცებში

  1. მამაკაცების პოტენცია ხანშიშესულ ასაკში
  2. 60 წლის ასაკის მამაკაცებში პოტენციის ამაღლების საშუალებები
  3. მედიკამენტური კორექცია

მამაკაცების პოტენცია ხანშიშესულ ასაკში

მამაკაცებში პოტენციის აღდგენის საკითხი ძალზე აქტუალურია. ერექციული დისფუნქცია მეტად გავრცელებული მოვლენაა, რაც კავშირშია შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რიცხვის ზრდასთან.

ძირითადად ერექციული დისფუნქცია, ხანშიშესული მამაკაცების დაავადებაა, რომელიც ვლინდება შაქრიანი დიაბეტის და ათეროსკლეროზის ფონზე. 60 წლის ასაკში საჭირო დონეზე პოტენცია შენარჩუნებულია დაახლოებით მამაკაცთა 60%-ში.

ხანშიშესულ და მოხუცებულობის ასაკში, რისკის ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი მიზეზი: თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება, ძირითადი დაავადებები. თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, ამ მხრივ წამყვანია ენდოკრინული სისტემის დარღვევები, უპირველესად კი მამაკაცების კლიმაქსი, სისტემური და ნევროლოგიური დაავადებები.

მამაკაცებში 60 წლის ზემოთ, ერექციული დისფუნქციის მკურნალობა რთულდება, რადგან ისინი არაერთ პრეპარატებს იღებენ ძირითადი დაავადებების სამკურნალოდ. ცნობილია, რომ ზოგიერთი ჯგუფის ფარმაკოლოგიური პრეპარატები, ნეგატიურად მოქმედებენ სქესობრივ ფუნქციებზე.

ითვლება, რომ 60 წლისათვის მამაკაცების უმრავლესობაში ვითარდება კლიმაქსი. ეს ბუნებრივი პროცესია, როცა ქვეითდება ტესტოსტერონის გამოყოფა. დასაწყისში ეს გამოიხატება ქალებისადმი ინტერესის შესუსტებით. მამაკაცს ამ დროს შეუძლია ცოლ-ქმრული ურთიერთობები, თუმცა სიზარმაცის გამო ვერ მოსწყდება მაგალითად, ტელევიზორში საყვარელ გადაცემას. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკში რეგულარული სექსით დაკავება ჰორმონების ნორმალურ დონეზე გამომუშავებას ხელს უწყობს.

მამაკაცები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი წონით, პირველები ხვდებიან ერექციული დისფუნქციის მოშლის სიაში. ჭარბი ცხიმი ხდება ტესტოსტერონის დაგროვების ადგილი, რადგან ჰორმონი სწორედ ცხიმში იწყებს ჩალაგებას და სისხლში მისი კონცენტრაცია ეცემა.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ჭარბი წონა ხანშიშესულ მამაკაცებში ხშირი მოვლენაა და სქესობრივი ცხოვრების დარღვევის მთავარი ფაქტორია. ცხიმოვანი ქსოვილი ასევე რისკის შემცველია ჰიპერტონული დაავადებების და ათეროსკლეროზის განვითარების მხრივ.

60 წლის ზემოთ მამაკაცის ჯანმრთელობა დიდად არის დამოკიდებული მის აქტიურობაზე. სპეციალისტების არ ურჩევენ ამ ასაკის მამაკაცებს ხანგრძლივ თავშეკავებას. რაც უფრო აქტიურია სექსუალური ცხოვრება, მით უფრო ადვილად მიმდინარეობს ბუნებრივი სექსუალური რეაქციები. რამდენიმე თვიანმა შეფერხებამ შეიძლება მამაკაცი სრულიად გამოიყვანოს მწყობრიდან.

60 წლის ასაკის მამაკაცებში პოტენციის ამაღლების საშუალებებია:

  1. მთავარი კუნთების გამაგრება. მათ მიეკუთვნება მენჯის მიდამოების კუნთები. მაგალითად, მამაკაცს შეუძლია შარდი შეიკავოს რამდენიმე წამით დღეში 2-3-ჯერ.
  2. იოგას ვარჯიშები. მამაკაცებისათვის არსებობს სპეციალური იოგას ვარჯიშები – კუნდალინი. ის მიმართულია სექსუალური ენერგიის ამაღლებისაკენ. სწორად შერჩეული პოზები ამაღლებს ლიბიდოს და კუნთოვან ტონუსს.
  3. ფიზიკური დატვირთვები. ასეთი დატვირთვების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ეს შეიძლება იყოს ველოსიპედით სეირნობა, მსუბუქი სირბილი, სწრაფი ტემპით სიარული და სხვა.
  4. სრულფასოვანი კვების დარღვევა იმპოტენციის ხშირი მიზეზია. მენიუ მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ბოსტნეულით, ხილით, კაკლით. პირველ რიგში კი იზღუდება ცხიმოვანი საკვები.

მედიკამენტური კორექცია

სექსუალური მოშლილობების მკურნალობა ცალმხრივი პროცედურა არ არის. ხშირად ინიშნება პრეპარატები, რომლებიც აუჯობესებს სისხლის მიმოქცევას, პროსტატიდან სეკრეტის გაწოვას, ვიტამინების კომპლექსს, მინერალებს, მცენარეულ ნაერთებს.

მნიშვნელოვანია ისეთი პრეპარატების მიღება, როგორიც არის ვარდენაფილი, რომელიც აუმჯობესებს სასქესო ორგანოების მიმართულებით სისხლის მიწოდებას.

ლევიტრა მიღებიდან 15-25 წუთში იწყებს მოქმედებას. მედიკამენტებით გამოწვეული ერექციის ხანგრძლივობა აღწევეს 5-6 საათს. 60 წლის ზევით მამაკაცებმა უნდა მიიღონ დოზის ნახევარი დღეში ერთხელ. პრეპარატი უკუნაჩვენებია თუ მამაკაცს უახლოეს პერიოდში გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი. არ ენიშნებათ თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებს და ვისაც აქვს თვალის ბადურის მემკვიდრეობითი დაავადებები.

პრეპარატი იმპაზა. მისი გამოყენება შეიძლება ინსულტის გადატანის შემთხვევაში, ვისაც აქვს გულის იშემიური დაავადებები. იმპაზა მამაკაცების 80%-ში აღადგენს პოტენციას, თუმცა მნიშვნელობა აქვს არსებულ დაავადებების მიმდინარეობის ხასიათს. პრეპარატი გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით. ის შექმნილია ხანშიშეული მამაკაცებისათვის.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>

 წყარო: http://kamatab.ru/kblog/potentsiya-posle-60-let/