მამაკაცის სექსუალური ცხოვრების დარღვევა

http://www.medgeo.net/2018/05/14/მამაკაცის-სექსუალური-ცხო/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

მამაკაცის სექსუალური ცხოვრების დარღვევა

ერექციის დარღვევა – მამაკაცებში ყველაზე მეტად გავრცელული სექსუალური დარღვევაა. არსებობს მოსაზრება, რომ მამაკაცების დაახლოებით 50% განიცდის ერექციის პროცესში ამათუიმ სახის გართულებებს, ამასთან ორგანული დარღვევის საფუძველზე განვითარებული ერექციის გართულება შეადგენს შემთხვევათა 15%-ს. ერექციის მოშლის გამომწვევი ფაქტორებია: შემთხვევათა 5%-ში ბიჭებზე დედის დომინირება; 3%-ში – მამის დომინანტური გავლენა, 20%-ში ჰომოსექსუალური ტენდენციები, ხოლო შემთხვევათა 15% – რელიგიური ფაქტორებით არის განპირობებული. ერექციის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს 7 ორგანული დარღვევა (ტრამვები, პოსტოპერაციული გართულებები, მეტაბოლური დარღვევები, ნევროლოგიური დარღვევები, ჰორმონალური მოშლილობები, ზოგიეთი წამლის გამოყენება). ერექციის დარღვევის ფსიქოგენურ ფაქტორებს შორის გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია დედის ისტერიას და ბიჭის ზედმეტ დამოკიდებულებას დედისადმი.

ორგანულ დარღვევებს შორის, ბოლო დროს აქტიურად განიხილება ჰიპერპროლაქტინემიის არსებობა. ერექციის დარღვევის მქონე მამაკაცების 83%-ში გამოვლენილია ჰიპერპროლაქტინემია. თუმცა, წამყვანი როლი მიეკუთვნება სისხლძარღვოვან დაავადებებს. მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანილი მამაკაცების 10-30%-ს პრობლემების აქვს ერექციის განვითარებასთან დაკავშირებით, სხვა მონაცემებით 47-73%-ს. აღსანიშნავია, რომ ზოგადად სიკვდილიანობას შორის, მიოკარდიუმის ინფარქტ-გადატანილი მამაკაცებში, სქესობრივი აქტის დროს გარდაცვალება, შეადგენს 0.6%-ს. ამასთან, შემთხვევათა 80% შეინიშნება ცოლის ღალატის შემთხვევაში.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ერექციის დარღვევების მიზეზებიდან, ყველაზე ხშირია: ასაკობრივი ფაქტორი, სიმსუქნე, ზოგიერთი წამლის გამოყენება, ალკოჰოლიზმი. აღნიშნული ფუნქციის მოშლილობას უკავშირებენ ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევასაც. გოლდენის მიხედვით, ერექციის დარღვევა – დამახასიათებელია დასავლური კულტურისათვის და ვითარდება საყოველთაო სექსუალური უმეცრების გამო, რომლის ფონი არის არარეალიზებული სექსუალურობა და სხვადასხვა სახის ფობიები.

რუსი მეცნიერების მონაცემებით, ერექციის დარღვევები, ალკოჰოლიზმით დაავადებულებს შორის 21%-ს, ხოლო ნარკომანებში 40%-ს შეადგენს. ფსიქოგენურ ფაქტორებს შორის, ხშირია სექსუალური კომპლექსები, ფობიები და პარტნიორული ფაქტორები.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>

წყარო: http://medicina.ua/diagnosdiseases/diseases/636/