სექსუალური პოტენცია 50 წლის მამაკაცებში

http://www.medgeo.net/2018/05/16/სექსუალური-პოტენცია-50-წლი/

ამ პოსტიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ უსაფრთხო სექსის საშუალებები (პრეზერვატივები, ლუბრიკანტები, კონტრაცეპტივები, სპერვიციდები,  სხვადასხვა ინტიმური ნივთები და ა. შ.), ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სექსუალური პოტენცია 50 წლის მამაკაცებში

  1. იმპოტენციის მიზეზები
  2. ერექციული დისფუნქციის მკურნალობა

იმპოტენციის მიზეზები

50 წლის და ზევით ასაკის მამაკაცებში იმპოტენციის მიზეზები ნათელია. პაციენტების თითქმის 80%-ში ვლინდება სხვადასხვა სომატური დაავადებები, რომლებიც აისახება სექსუალურ ცხოვრებაზე. ამრიგად, ერექციული დარღვევების ძირითადი მიზეზები არის სხვადასხვა ორგანოების დაავადებები.

დაავადებებიდან აღსანიშნავია ათეროსკლეროზი, ჰორმონული, ნერვული სისტემის, სასქესო ორგანოების პათოლოგიები, სამკურნალო პრეპარატების თანხმლები მოვლენები.

გამორჩეული ადგილი უკავია შაქრიან დიაბეტს და არტერიულ ჰიპერტენზიას. 50 და მეტი წლის ასაკში ერექციული დისფუნქცია შაქრიანი დიაბეტის ფონზე 6-ჯერ ხშირია, ვიდრე მის გარეშე. შაქრიანი დიაბეტი იმპოტენციის დადგომას 10-15 წლით ადრე იწვევს.

პოტენციის პრობლემები ვლინდება ათეროსკლეროზის ფონზე. დიდი მნიშვნელობა აქვს დისლიპიდემიას და მავნე ჩვევებს (ძირითადად თამბაქოს მოწევა). იმპოტენციის შემთხვევების 40%, 50 და მეტი წლის ასაკის მამაკაცებში, გამოწვეულია სასქესო ორგანოების სისხლის მიმოქცევის მოშლით.

არტერიული ჰიპერტენზია გარდა, სისხლის მიმოქცევის მოშლისა, მის სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატებიც უარყოფითად მოქმედებს სქესობრივ ფუნქციაზე. მაგალითად, β-ადრენობლოკატორები, შარდმდენი პრეპარატების მკურნალობისას, მამაკაცები აწყდებიან სქესობრივი ფუნქციების მხრივ გარკვეულ სიძნელეებს.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” >>
პრეზერვატივები >>
ქალის კონტრაცეპტივები>>
ლუბრიკანტები >>
სპერმიციდები >>

♥♥ სექს-სათამაშოები ,,ამაზონზე” >>
ანალური სექს-სათამაშოები >>
ფალოიმიტატორები >>
მასტურბატორები და თოჯინები >>
სათამაშოები ძუძუს დვრილებისთვის >>
პენისის რგოლები >>
პომპები და გამაფართოებლები >>
ვიბრატორები >>


ერექციული დისფუნქციის მკურნალობა

სამწუხაროდ, ექიმების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ასაკთან ერთად სქესობრივი ფუნქციების დაქვეითება გარდაუვალი პროცესია. თუმცა ადექვატური მკურნალობა პაციენტების 95%-ში ვითარებას აუმჯობესებს. 50 და მეტი წლის ასაკის მამაკაცებში, მკურნალობა რთული და კომპლექსურია. მკურნალობის პირველი ნაბიჯები არის მიზეზების დადგენა.

ლიბიდოს დაქვეითების (როგორც ორგანული ისე ფსიქოგენური) საწინააღმდეგო პრეპარატებიდან ყველაზე ეფექტურია ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები.

სიალის სოფტი – შექმნილია მოქმედი ნივთიერების – ტადალაფილის საფუძველზე. მოქმედების ხანგრძლივობა 36 საათამდეა. ეფექტი იწყება მიღებიდან 15-25 წუთში, მხოლოდ მაშინ თუ მამაკაცი იწყებს სექსუალურ კონტაქტს, მის გარეშე ერექცია არ ფიქსირდება. პრეპარატის ერთ-ერთი დადებითი მხარეა, რომ სისხლში მის კონცენტრაციაზე არ მოქმედებს ალკოჰოლის და ცხიმოვანი საკვების მიღება. მამაკაცების 81%, 20 მგ დოზით მიღების შემდეგ აღნიშნავს სრულფასოვანი ერექციის შეგრძნებას. პრეპარატი კარგად მოქმედებს 50 წლის  ზემოთ ასაკში მყოფ მამაკაცებზეც, ასევე შაქრიანი დიაბეტით და პოლინეიროპათიით გამოწვეული იმპოტენციის შემთხვევებში. რაც შეეხება თანმხლებ მოვლენებს: ზოგჯერ მცირე ინტენსივობით ვლინდება თავის, კუნთების ტკივილი და სახის ალები. პრეპარატის რეგულარულად გამოყენების შემდეგ ეს სიმპტომებიც ქრება.

გამოიყენება ისეთი პრეპარატებიც, რომლებიც დამზადებულია იოჰიმბის, დოფამინის, ჰორმონალურ, საფუძვლებზე.  ეფექტურია ფიტოპრეპარატებიც.

გარდა ამისა არის ინექციური პრეპარატებიც (ურეთრაში შესაყვანი), თუმცა მამაკაცები მათ ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ–მაღაზია ,,ამაზონიდან” >>
♦ სექსოლოგიური კულტურა და სამედიცინო სექსოლოგია >>

წყარო: http://kamatab.ru/kblog/potentsiya-posle-50-let/